გაურა პურნიმა, უფალი ჩაიტანიას მოვლინების დღესასწაული
March 14, 2025
დღეს რეკომენდებულია მარხვა!
ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, თავად კრიშნაა, რომელიც ამ სამყაროს მოევლინა რათა გაევრცელებინა სანკირტანას მოძრაობა მთელს მსოფლიოში, დაცემული სულების გადასარჩენად.
უფალი ჩაიტანია ჩვენს თბილისის ტაძარშიც მოვიდა თავისი უსაზღვრო და უმიზეზო წყალობის გამო. იგი ოდნავ დაბლა იყურება და ავლენს საოცარ თავმდაბლობას მომლოცველებთან. იგი უხვად აძლევს წყალობას გულწრფელ და თავმდაბალ ერთგულებს. მისი ლოტოსის ტერფები იმდენად ლამაზია რომ თვალის მოწყვეტა არ გინდება. ყოველთვის საოცრად და მოხდენილად აცვია დჰოტი და ლამაზი სამკაულებით ირთობს თავს. მისი განწყობა შეუცნობელია და თან ძალიან ადვილად შესაცნობიც. მისი ერთგული და მსახური გახლავთ სარასვატი მათაჯი, საბა პრაბჰუ და თბილისის ყველა პუჯარი.
“ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ დაიბადა მაიაპურში, ქალაქ ნადიაში, მზის ჩასვლის შემდეგ, ქრისტიანული კალენდრით 1486 წლის 18 თებერვალს. მისი დაბადების დროს მთვარე დაბნელდა. ხალხი მაშინ, როგორც ჩვეულებრივ, ბანაობდა ბჰაგირათის მდინარეში ჰარიბოლის ხმამაღალი სიმღერით. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მამა, ჯაგანათჰა მიშრა, ვედური ორდენის ღარიბი „ბრაჰმანი“ იყო, ხოლო დედამისი კი საჩი-დევი წესიერი და კარგი ქალბატონის მაგალითი გახლდათ. ორივე წარმოშობით “ბრაჰმანის” ოჯახიდან იყვნენ. მაჰაპრაბჰუ მშვენიერი ბავშვი იყო და ქალაქის ქალბატონები მის სანახავად მოდიოდნენ საჩუქრებით. დედის მხრიდან ბაბუამ იწინასწარმეტყველა, პანდიტა ნილამბარა ჩაკრავარტიმ, ცნობილმა ასტროლოგმა, რომ ბავშვი დროთა განმავლობაში დიდებული პიროვნება იქნებოდა და ამიტომ მას დაარქვეს სახელი ვიშვამბჰარა. მეზობლის ქალბატონებმა მას გოურა-ჰარი შეარქვეს მისი ოქროსფერი კანის გამო, ხოლო დედამ მას ნიმაი უწოდა “ნიმბას” გამო (ხე, რომლის მახლობლად ის დაიბადა). ბიჭი ლამაზი იყო და ყველას გულით უყვარდა, მოდიოდნენ და სურდათ მისი ყოველდღე ნახვა. როცა იგი გაიზარდა, გახდა ცელქი და მხიარული ბიჭი.