კვირის პროგრამა

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 23 აგვისტოს, ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48) ჩატარდება საკვირაო პროგრამა: 14:30 – ლექცია(დევარატა დას); 16:00 – პრასადი; 17:30 – საღამოს მსახურება. გთხოვთ მობრძანდეთ!

შრილა პრაბჰუპადა – ნუ მიენდობით ნებისმიერ სისულელეს

თქვენ ვერასოდეს შეიტყობთ, რა არის ღმერთი. რადგან, ღმერთის გაგება შეუძლებელია თავად ნახევარღმერთებისთვისაც და დიადი ბრძენებისთვისაც. რას წარმოადგენს ჩვენი უსუსური მცდელობები?….   

აჯა ეკადაში

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 15 აგვისტოს, შაბათს, არის აჯა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 16 აგვისტოს, 06:10 – 10:47 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – Read more

შრილა პრაბჰუპადას მოვლინების დღე

ძვირფასო მეგობრებო, შრი კრიშნა ჯანმაშტამის მეორე დღეს, 2020 წლის 13 აგვისტოს, სამშაბათს, აღინიშნება უდიდესი რელიგიური მოღვაწის, გაუდია ვაიშნავიზმის მოწაფეობრივი ხაზის სულიერი მოძღვრის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელი აჩარიას, მისი ღვთაებრივი მოწყალება აბჰაი ჩარან დე – ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადას მოვლინების დღე. რეკომენდირებულია მარხვა შუადღემდე. ამ დღეს ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48) დაგეგმილია: 13:00 საათზე – აბჰიშეკა; 13:45 საათზე – პრაბჰუპადა კათჰა; Read more

შრი კრიშნა ჯანმაშტამი

ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 12 აგვისტოს, ოთხშაბათს, ბჰადრაპადას თვის კლებადი მთვარის მერვე დღეს აღინიშნება უზენაესი სახიერი ღმერთის შრი კრიშნას მოვლინების დღე – შრი კრიშნა ჯანმაშტამი! „იადა იადა ჰი დჰარმასია გლანირ ბჰავატი ბჰარატა აბჰიუტანამ ადჰარმასია ტადატმანამ სრიჯამი აჰამ“ ო ბჰარატას შთამომავალო, ყოველ დროს, როცა რჯული ემხობა და უღმერთობა იწყებს აღზევებას, მე თავად მოვდივარ ამქვეყნად – ეუბნება თავის ერთგულს უფალი. 2020 წლის 12 აგვისტოს, ოთხშაბათს, ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის Read more

ერთიანი საინფორმაციო სივრცე

ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 8 აგვისტოდან კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების თბილისის ვედური კულტურის ცენტრი წარმოგიდგენთ ერთიან საინფორმაციო სივრცეს რომელშიც შედის: 1. ოფიციალური საიტი – www.krishna.ge ან www.veda.ge; 2. ფეისბუქ გვერდი – facebook.com/vedacenter; 3. ფეისბუქ ჯგუფი – ISKCON საქართველო, თბილისი ~ ;https://www.facebook.com/groups/1744538115762499; 4. იუტუბ არხი – ISKCON Tbilisi – https://www.youtube.com/channel/UC8eUYcOmAszvUI9tU-fSgEg. ოფიციალური საიტის მთავარი ამოცანაა საზოგადოების ფართო ფენებს გააცნოს ადამიანთა საზოგადოების მარადიული რელიგია, ვედური კულტურის საგანძური და კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანები. იგივე მიზნებს სხვადასხვა ჭრილში Read more