4 რჩევა ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის | შივარამა სვამი

ცხოვრებაში არაფერი მოდის მარტივად. თვით-დისციპლინა საჭიროა ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში – ის საძირკველია, რომელზეც ჩვენი უნარები, პროფესია და ცხოვრებისეული არჩევანია დაფუძნებული. შივარამა სვამის 4 რჩევა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად!

არაძალადობრივი ცხოვრება – აჰიმსა | შივარამა სვამი

რატომ არის შეუძლებელი სრულიად არაძალადობრივი ცხოვრება? რადგან ამ სამყაროში ნებისმიერი აქტივობა თუ კვებითი ჩვევა, გარკვეულ ძალადობასთან კავშირშია. ამიტომაც აჰიმსას პრინციპი სინამდვილეში ნიშნავს მინიმალური ძალადობით ცხოვრებას.

ღმერთი არსებობს და ჩვენ ყოველ წუთს შეგვიძლია მისი დანახვა

თითოეული ადამიანი მოვალეა შეიმეცნოს თავისი ადგილი ღმერთთან მიმართებაში და ამის შესაბამისად იმოქმედოს. თუ ამას შევძლებთ, ჩვენი ცხოვრება წარმატებული იქნება. ზოგჯერ საწინააღმდეგო გრძნობა გვეუფლება და ვამბობთ: „ღმერთი არ არსებობს“, ან „ღმერთი მე ვარ“, ან კიდევ „ღმერთი საერთოდ არ მენაღვლება“. მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი გამომწვევი სულისკვეთება ვერ გვიშველის. ღმერთი არსებობს და ჩვენ ყოველ წუთს შეგვიძლია მისი დანახვა. თუ უარს ვიტყვით ღმერთის სიცოცხლეში ნახვაზე, მაშინ იგი ჩვენს წინაშე უმოწყალო სიკვდილის სახით დადგება. თუ ერთ ასპექტში არ ვისურვებთ მის დანახვას, Read more

სამადჰი და ცნობიერების განწმენდა | დავით თუთბერიძე (დევარატა დას) – 20.09.2020

სულის სხეულთან გაიგივებისგან თავის დაღწევა, სამადჰი და ცნობიერების განწმენდა, მსახურება და წირვის შესრულება, ტკბობის ჟინით იმედგაცრუებიდან მუდმივ შინაგან კმაყოფილებამდე, მატერიალური მიჯაჭვულობების დაძლევის მნიშვნელობა, მრისხანების მართვა და შიშის დაძლევა, გრძნობების გასულიერება.

სულის სხეულთან გაიგივებისგან თავის დაღწევით ბრაჰმანის რეალიზაცია ხდება

„სულისთვის არ არსებობს დაბადება ან სიკვდილი. იგი არც გაჩენილა, არც ჩნდება და არ გაჩნდება. იგი არშობილი, მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის მოკვლასთან ერთად.“ ღმერთისთვის არ არსებობს დაბადება ან სიკვიდილი. ასევე ჩვენ, სულებს არც დაბადება გვეხება და არც სიკვდილი, მაგრამ იმის გამო, რომ ვფიქრობთ: „მე ეს სხეული ვარ“, გვგონია, თითქოს ვიბადებით და ვკვდებით. ასეთ აზროვნებას ეწოდება მაია, ანუ ილუზია და როგორც კი ამ ილუზიას, ანუ სულის სხეულთან გაიგივებას დავაღწევთ თავს, ბრაჰმა-ბჰუტად წოდებულ Read more

ზესულთან კავშირის მიღწევა სრულქმნის უმაღლესი საფეხურია

უბრალოდ იმის გაგება, რომ ღმერთი ყველას გულში არსებობს სრულყოფილებას არ ნიშნავს. ადამიანმა შიგნიდან და გარედანაც უნდა შეიცნოს და ასე იმოქმედოს კრშნას ცნობიერებაში. ესაა ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნა და ყოველგვარი იოგას სისტემის საბოლოო საფეხური. სრულყოფილ იოგს რვა სახის ზებუნებრივი უნარის შეძენა შეუძლია. მას შეუძლია: 1. ატომზე მცირე გახდეს; 2. მთაზე დიდი გახდეს; 3. ჰაერზე მსუბუქი გახდეს 4. რკინაზე მძიმე გახდეს; 5. მიაღწიოს ნებისმიერ სასურველ მატერიალურ შედეგს (მაგალითად, შექმნას პლანეტა); 6. უფლის მსგავსად აკონტროლოს სხვები; 7. თავისუფლად Read more

კრიშნას ცნობიერება ჩვენი თავდაპირველი ცნობიერებაა – შრილა პრაბჰუპადა

– რა არის კრიშნას ცნობიერება? – კრიშნა ნიშნავს ღმერთს. კრიშნას ცნობიერება ისედაც არსებობს თითოეულის გულის სიღრმეში, მაგრამ ჩვენი მატერიალურად განპირობებული სიცოცხლის გამო დავივიწყეთ იგი. – რა ცვლილებები უნდა განიცადოს ადამიანმა? – არავითარი ცვლილებები, კრიშნას ცნობიერება ჩვენი თავდაპირველი ცნობიერებაა. ამჟამად ჩვენს ცნობიერებას დიდძალი ნაგავი აყრია. იგი უნდა გავწმინდოთ და დაგვრჩება კრიშნას ცნობიერება. ჩვენი ცნობიერება წყალსა ჰგავს. წყალი ბუნებით სუფთა და ანკარაა, მაგრამ ზოგჯერ ტალახი შეერევა ხოლმე. თუ მას გავფილტრავთ და მთელ ტალახს მოვაშორებთ, იგი ისევ პირვანდელ Read more

შრილა პრაბჰუპადა – კრიშნას მსახურება გონებაში

ერთი ბრაჰმანას შთამაგონებელი ისტორია, რომელიც კრიშნას გონებაში ემსახურებოდა. „ამიტომ არის ბჰაქტი იოგა ასეთი შესანიშნავი – თუ იმის საშუალება არ გაქვს, რომ ღვთაებას ბრწყინვალე მსახურება შესთავაზო, შენს გონებაში შეგიძლია ამის გაკეთება. ესეც შესაძლებელია.“

პადმინი ეკადაში

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 27 სექტემბერს, კვირას, არის პადმინი ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 28 სექტემბერს, 06:54 – 10:52 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – Read more