25.10.2020 – მ.უ. დაიანანდა სვამი ~ H.H. Dayananda Swami
მისი უწმინდესობა დაიანანდა სვამის კვირის ლექცია 25.10.2020 lecture of H.H. Dayananda Swami 25.10.2020 / on Sunday program
მისი უწმინდესობა დაიანანდა სვამის კვირის ლექცია 25.10.2020 lecture of H.H. Dayananda Swami 25.10.2020 / on Sunday program
ცხოვრების გემზე შესაძლოა შენ ვერ აკონტროლებ ქარის მიმართულებას, მაგრამ აფრების მიმართულება შენს ხელშია და ისიც, თუ როგორ უპასუხებ ცვლილების ქარს. წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების რა შედეგებსაც არ უნდა ვიმკიდეთ ახლა, შეგვიძლია ავირჩიოთ იმგვარი რეაგირება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენთვის და გარშემომყოფთათვის. სწორედ ასე ვძერწავთ ჩვენს მომავალს.
ძვირფასო მეგობრებო! 🗓 2020 წლის 27 ოქტომბერს, სამშაბათს, არის პაშანკუშა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 28 ოქტომბერს, 07:28 – 10:59 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ჰქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების (პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ Read more
ვედური წმინდა წერილები უძველესია. ისინი ეხმარება პიროვნებას მეტ სრულყოფილებას მიაღწიოს, როდესაც ის აღარ თვლის რომ რაიმე გამოყოფილი ნაწილია, არამედ თავს უფლის მსახურად თვლის. ვედური ცოდნა საშუალებას იძლევა გადავჭრათ ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემები ამ სამყაროში. ჩვენ კი თავმდაბლობითა და მორჩილებით ვთავაზობთ ამ ცოდნას.
ძვირფასო მეგობრებო! ხვალ, 25 ოქტომბერს, ჩატარდება მისი უწმინდესობა დაიანანდა სვამის ონლაინ ლექცია! ლექცია დაიწყება 14:30 საათზე! ლექციაზე დასასწრებლად (ხვალ 14:30-ზე) საიტის მთავარ გვერდზე დააჭირეთ წითელ ღილაკს “ONLINE MEETING”!
2020 წლის 22 ოქტომბერი. კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების თბილისის ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16) საკვირაო და სხვა პროგრამების დროებითი შეჩერების შესახებ. ძვირფასო მეგობრებო! COVID-19 ვირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით ტაძრის საბჭო გაცნობებთ რომ დროებით შეჩერდება საკვირაო პროგრამები, შაბათის კირტანა-იოგა და ჰარინამა. პროგრამების შეჩერების მიზანია მრევლის ჯანმრთელობის დაცვა და შესაბამისად ყველას უმორჩილესად გთხოვთ დროებით თავი შეიკავოთ ტაძარში კოლექტიური სტუმრობისაგან. პროგრამების განახლების შესახებ გაცნობებთ დამატებით. Read more
🔸 არსებობს მეცნიერება რეალური ბედნიერების შესახებ და იმისთვის, რომ მართლაც ბედნიერი იყო საწყისი კითხვაა: “ვინ ვარ მე?” 🔸 ვიდრე არ გაარკვევ რეალურად ვინ ხარ, საიდან უნდა მიხვდე რა გაბედნიერებს? და როგორ გეცოდინება სინამდვილეში რა არის ბედნიერება? ნახე მეტი 👇
უფლის წმინდა სახელების გალობა აშრამში, კვირის პროგრამაზე.
სულიერი განვითარების მიზანი, ცნობიერება და ილუზორული რეალობები, სურვილები და მათი რეალიზება მატერიალურ სამყაროში, დჰარმა და მისი პრინციპები, ჭეშმარიტი ცოდნის მიღების წყარო.
ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 18 ოქტომბერს, ვედური კულტურის ცენტრში ჩატარდება საკვირაო პროგრამა: 14:30 – ლექცია(დევარატა დას); 16:00 – პრასადი; 17:30 – საღამოს მსახურება. გთხოვთ მობრძანდეთ! აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48