კვირის პროგრამა – 06.09.2020

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 06 სექტემბერს, ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48) ჩატარდება საკვირაო პროგრამა: 14:30 – ლექცია(დევარატა დას); 16:00 – პრასადი; 17:30 – საღამოს მსახურება. გთხოვთ მობრძანდეთ!

შრილა პრაბჰუპადას ცხოვრება 3 წუთში

– თავად როგორ გახდით მოწაფე? რა იყავით, ან რა მიმდინარეობას მისდევდით სამან მოწაფე გახდებოდით? – იგივე პრინციპებს, რაც გითხარით, რწმენას. ერთერთმა ჩემმა მეგობარმა, ძალით მიმიყვანა ჩემს სულიერ მასწავლებელთან და როდესაც მას დაველაპარაკე, დავრწმუნდი… და მას შემდეგ, დაიწყო ჩემში მარცვალმა გაღვივება.

შრილა პრაბჰუპადა – მატერიალური და სულიერი ენერგია

ამ მატერიალურ სამყაროში ორი ენერგია მოქმედებს: სულიერი ენერგია და მატერიალური ენერგია. მატერილიალური ენერგია ნიშნავს ამ სახის მატერიალურ ელემენტს: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, გონება, ინტელექტი და ეგო. ეს ყველაფერი მატერიალურია. თუმცა, მატერიას არ აქვს ძალაუფლება. დიდი თვითმფრინავი, კარგი მანქანაა, ცაში დაფრინავს, მატერიალური ნაწილებისგან არის შექმნილი. მაგრამ თუ არ იქნა სულიერი ენერგია – მფრინავი, ის გამოუსადეგარია…

ბჰაქტივინოდა თჰაკურას მოვლინების დღე

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 31 აგვისტოს, ბჰადრაპადას თვის ნათელი მთვარის მეცამეტე დღეს აღინიშნება უდიადესი სულიერი მოღვაწისა და რელიგიური რეფორმატორის, გაუდია ვაიშნავიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის შრილა ბჰაქტივინოდა თჰაკურას მოვლინების დღე. მან ააღორძინა უფალი ჩაიტანიას მოძღვრება ღმერთის მიმართ უანგარო ექსტატიური სიყვარულის შესახებ. ამ დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ გთავაზობთ პირველ თავს (მონანიება) შრილა ბჰაქტივინოდა თჰაკურას ტრაქტატიდან “შარანაგატი” თავი 1 – მონანიება (7 სიმღერა) სიმღერა 1 უფალო ჩემო, მიგატოვე და ტანჯვით აღსავსე წუთისოფელში ამოვყავი თავი. ახლა კი შენს ლოტოსის ტერფებთან Read more

კვირის პროგრამა – ვამანა დევას მოვლინების დღე

ძვირფასო მეგობრებო,სამწუხაროდ 2020 წლის 30 აგვისტოს კვირის პროგრამა არასწორად იყო გამოქვეყნებული, ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის.2020 წლის 30 აგვისტოს კვირის პროგრამა:14:30 – ლექცია(სარასვატი მატაჯი);16:00 – პრასადი;17:30 – საღამოს მსახურება.გთხოვთ მობრძანდეთ! აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48

ვამანა დვადაში

2020 წლის 30 აგვისტოს, ბჰადრაპადას თვის ზრდადი მთვარის მეთორმეტე დღეს, ვედური კალენდრის მიხედვით აღინიშნება “ვამანა დვადაში” – უზენაესი უფლის მეთხუთმეტე ინკარნაციის მოვლინების დღე. “მეთხუთმეტე ინკარნაციაში უფალმა მიიღო ცეროდენა ბრაჰმანის ფორმა და ეწვია იმპერატორ ბალი მაჰარაჯას მიერ მოწყობილ მსხვერპლშეწირვის არენას. თუმცა მას სამივე სამყაროზე გამგებლობის აღდგენა სურდა, მხოლოდ სამი ნაბიჯი მიწა სთხოვა იმპერატორს”. შრიმად ბჰაგავატამი 1.1.19 ისტორია შრი ვამანადევასა და ბალი მაჰარაჯას შესახებ იხილეთ: შრიმად ბჰაგავატამის მე-8 სიმღერის მე-18 – 20 თავებში http://www.vedabase.com/ru/sb

პარივარტინი ეკადაში

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 29 აგვისტოს, შაბათს, არის პარივარტინი ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 30 აგვისტოს, 06:25 – 06:54 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – Read more

მისტიკური იოგა და ბჰაქტის გზა | დავით თუთბერიძე (დევარატა დას)

სამადჰი, გათავისუფლება, 8 საფეხურიანი იოგა, სრულყოფილება, სითჰები (მისტიკური ძალები), სრულყოფილი აღქმა, და ბჰაქტი (წმინდა ერთგული მსახურება)… ადამიანის მიზანი და თვითშემეცნებისაკენ მიმავალი გზები. ლექცია: დავით თუთბერიძე (დევარატა დას) კვირის პროგრამა 23.08.2020

რადჰაშტამი

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 26 აგვისტოს, ბჰადრაპადას თვის ზრდადი მთვარის მერვე დღეს, აღინიშნება რადჰაშტამი – უზენაესი სახიერი ღმერთის ნეტარებისა და გულმოწყალების ენერგიის შრიმატი რადჰარანის მოვლინების დღე. ამ დღეს რეკომენდირებულია შუადღემდე მარხვა. ვედური კულტურის ცენტრში ((აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48). რადჰაშტამისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამოს პროგრამა: 13:00საათზე – კირტანი; 13:30 საათზე – ლექცია; 14:15 საათზე – პუშპანჯალი; 14:30 საათზე – არატი; 15:00 საათზე – პრასადი, Read more