რისგან მომდინარეობს პანდემია | შივარამა სვამი
რატომ აღმოვჩნდით პანდებიის კლანჭებში და რას გზავნილი აქვს ბუნებას ჩვენთვის? როგორ უნდა შევცვალოთ მომავალი?
რატომ აღმოვჩნდით პანდებიის კლანჭებში და რას გზავნილი აქვს ბუნებას ჩვენთვის? როგორ უნდა შევცვალოთ მომავალი?
კარტიკას თვის ზრდადი მთვარის მე-11 დღეს (2020 წელს – 25 ნოემბერია) იწყება ხუთდღიანი პერიოდი “ბჰიშმა პანჩაკა”. კარტიკას თვის ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, კურუკშეტრას ველზე ისრებით დაცხრილულმა ბჰიშმამ სახელოვანი ცხოვრების გზა დიადი ქმედებებით განასრულა: – უზენაეს ღმერთად, არსთაგანმრიგედ, ყოველ მიზეზთა მიზეზად აღიარა შრი კრიშნა და მას ჩააბარა საკუთარი თავი; – გამარჯვებულ იმპერატორს გაანდო სახელმწიფოს მართვის ურთულესი ხელოვნება; – კაცობრიობას დაუტოვა საკუთარი მოვალეობის შესრულების გზით კეთილდღეობის მიღწევის მარადიული ცოდნა. ყოველივე ამის შემდეგ დიადი გვარის უძლეველმა მეომარმა დატოვა Read more
2020 წლის 25 ნოემბერს აღინიშნება ვაიშნავური ტრადიციის უდიადესი წმინდანის შრილა ბჰაქტისიდჰანტა სარასვატის სულიერი მოძღვარის გოურაკიშორა დას ბაბაჯის წასვლის დღე. შუადღემდე რეკომენდირებულია სრული მარხვა, ხოლო შემდეგ ეკადაშის მარხვის გაგრძელება.
ძვირფასო მეგობრებო!2020 წლის 25 ნოემბერს, ოთხშაბათს, არის უტჰანა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 26 ნოემბერს, 10:21 – 11:13 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ჰქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების (პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – Read more
საკვირაო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ლექცია თემაზე “ბჰაგავად-გიტა: იოგას 8 საფეხური”. დავით თუთბერიძე (დევარატა დას) 22 ნოემბერი, 2020
შივარამა სვამის რჩევები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სათნოების მოდუსის გასაძლიერებლად, რომელსაც ტრანსცედენტულ ცოდნას აღვიძებს.
რაზეც მთელი ცხოვრება იბრძვი და უამრავი დრო, ენერგია და ძალისხმევა გიჯდება – ფული, რეალურად ვერაფრით დაგეხმარება, როდესაც ეს ყველაზე მეტად გესაჭიროება. მსგავსად, რაც ცხოვრებას აზრს სძენს, რომელიც ჰაერივით უფასოა და რომლის გარეშეც ცხოვრება სრულიად უაზროა – თვითრეალიზაცია, შესაძლოა უბრალოდ ჩაგიქროლოს, თუ ხარისხიან დროსა და ყურადღებას არ დაუთმობ.
დღეს, 2020 წლის 18 ნოემბერს ჩვენი სულიერი მოძღვრის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებლი აჩარიას ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაბჰუპადას წასვლის დღეა. მან დასავლეთის საზოგადოებას გააცნო უფალი ჩაიტანიას მოძღვრება – ღმერთის მიმართ უანგარო, ექსტატიური სიყვარულის შესახებ და დაგვიბარა რომ მხოლოდ ამ ცოდნას შეუძლია იხსნას კაცობრიობა გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელშიდაც იგი აღმოჩნდა პირმოთნეობის, სიცრუის, ძალადობისა და კონფლიქტების ეპოქაში.
მისი უწმინდესობა დაიანანდა სვამის ლექცია, 2020 წლის 16 ნოემბერს. Lecture by H.H. Dayananda Swami on November 16, 2020.
უზარმაზარ საუკუნოვან სექვოიას ხეებს ფესვები გაშლილი აქვთ, პატარა სექვოიას ხეები კი ძაფივით წვრილი ფესვებით, დიდი ხეების ფესვებს გარშემო ეხვევიან და მათგან მხარდაჭერას იღებენ. ესაა ბუნების გაკვეთილი კაცობრიობისთვის, რომ ნამდვილი ძალა ერთობაშია.