საკვირაო ლექცია: შრიმად ბჰაგავატამის დიდებულება

ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საკვირაო ლექციაზე “შრიმად ბჰაგავატამის დიდებულება”, რომელიც გაიმართება ონლაინ და გაუძღვება დაიანანდა სვამი. ლექციის ენა: ინგლისური (ქართული თარგმანით).  ლექციაზე დასასწრებად შედით მისამართზე https://veda.ge და დააჭირეთ წითელ ღილაკს ONLINE MEETING  ან პირდაპირ გადადით ამ ბმულზე: https://meet.google.com/wzc-cjia-thz დასწრება თავისუფალია და წინასწარ რეგისტრაციას არ საჭიროებს. შეხვედრა Google Meet ბაზაზეა და მონაწილეობისთვის დაგჭირდებათ ნებისმიერი Gmail Account სმარტფონზე ან კომპიუტერზე. 

შურის დაძლევა კავშირის აღსადგენად | რადჰანათჰა სვამი

ყველაზე დიდი დაბრკოლება შემოქმედების პროცესში არის შური. თუ ვინმე აკეთებს რამეს ჩვენზე უკეთ, ჩვენ შური გვიპყრობს ან დეპრესიულები ვხდებით. თუ მე ვაკეთებ რამეს სხვებზე უკეთ, ამპარტავნება და ქედმაღლობა გვეუფლება… ეს თვისებები კი იწვევს ცნობიერების სავალალო მდგომარეობას. მაშ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ცრუ ეგოს ამ უფსკრულს?

ჰარინამა – 30.12.2020

ძვირფასო მეგობრებო, 30 დეკემბერს, 12:20 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ვედური კულტურის ცენტრი გეპატიჟებათ ამ წლის შემაჯამებელ ჰარინამაზე. შეგიძლიათ წამოიყოლოთ ხილი, ან ისე მობრძანდეთ. Dear friends, please join us for the concluding harinama of the year, on December 30th, at 12:30pm, at Metro Rustaveli You can bring some fruits or just come to chant with us. 

ბჰაგავად გიტა – უანგარო მოღვაწეობის გზა | დევარატა დას

საჯარო ლექციის ჩანაწერი: ბჰაგავად გიტა – უანგარი მოღვაწეობის გზა (ბუდდჰი-იოგა, მოქმედება კარმული უკუგების გარეშე). ლექტორი: დავით თუთბერიძე (დევარატა დას) 27 დეკემბერი, 2020

საჭმელი სიცოცხლისთვის – food for life

ძვირფასო მეგობრებო, ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, ვედური კულტურის ცენტრი გეგმავს მიუსაფარი პირებისა და ოჯახების მზა საკვებით დახმარებას, რომლისთვისაც გვესაჭიროება დიდი მოცულობის (20 ლიტრი და მეტი) თერმოსული კონტეინერები. თუ ვინმეს გაქვთ საშუალება კონტეინერები შემოგვწიროთ ან გვათხოვოთ ამ ინიციატივისთვის, მოგვწერეთ პირადში ან დაგვირეკეთ ნომერზე 591 108 108 #foodforlife #საკვებისიცოცხლისთვის

5 რჩევა ცხოვრების გარდაქმნისთვის | გაურ გოპალ დას

…არ გაჩერდე იმ ადგილზე, სადაც არ გმართებს გაჩერება. თუკი ერთ ადგილზე უნდა მდგარიყავი, ღმერთი მოგცემდა ფესვებს და არა ფეხებს. შეიძლება გადადო წინსვლა, პრაქტიკული მოსაზრებების გამო, მაგრამ არასდროს შეწყვიტო ის.

დროის ძალა | რადჰანათჰა სვამი

დრო ისეთი ძლევამოსილია, რომ უდიადეს მეცნიერულ გონსაც კი არ შეუძლია მისი შეჩერება. მშვენიერებას არ ძალუძს მისი მოტყუება ან ცდუნება… სწორედ ამიტომ, როგორ განვკარგავთ ჩვენს დროს, ეს არის ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რადგან გვაქვს თავისუფალი ნება.

მოკშადა ეკადაში

ძვირფასო მეგობრებო! 2020 წლის 25 დეკემბერს, პარასკევს, არის მოკშადა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 26 დეკემბერს, 08:26 – 11:30 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – Read more