Loading Events

« All Events

  • This event has passed.

უფალი ბალარამას მოვლინების დღე

August 19, 2024

ამ დღეს, კრიშნას საერთაშორისო ცნობიერების დამაარსებელი აჩარია, შრილა ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა გაემგზავრა ამერიკისკენ, რათა ექადაგა კრიშნას წმინდა ერთგულის ცნობიერება.

როდესაც ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრიშნა მატერიალურ სამყაროში ეშვება, მას თან ახლავს მისი თანამოაზრეები და თანამგზავრები. ხუთი ათასი წლის წინ, როდესაც კრიშნა მატერიალურ სამყაროში ჩამოვიდა, მას პირველი უძღოდა ბალადევა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბალადევამ თავისი წყალობა გასცა, კრიშნა ჩამოვიდა, ასეთი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ კრიშნასა და ბალადევას.

ძლიერი შთამომავლობის მქონე უფალი ბალარამა არის თექვსმეტი წლის და სავსეა ახალგაზრდობის ბრწყინვალებით, მას აქვს ბროლის ფერი. აცვია ლურჯი სამოსი და ტყის ყვავილების გირლანდა ჰკიდია. თავისი ლამაზი თმა მოხდენილი ზედა კვანძით აქვს შეკრული. ბრწყინვალე საყურეები ამშვენებს მის ყურებს და მის კისერს ამშვენებს სამკაულების სიმები და გირლანდები. ძალიან ძლიერ მკლავებზე, მშვენიერი სამკლავურები და სამაჯურები ჰკიდია და ფეხები მორთულია ბრწყინვალე სამკაულებიანი ანკესებით.უ ფალი ბალარამას სილამაზეს აძლიერებს საყურეები, რომლებიც მის ლოყებს ეხება. მის სახეს ამშვენებს მუშკისგან დამზადებული ტილაკა, ხოლო ფართო მკერდს ამშვენებს გუნჯას გირლანდა. ბალარამას ხმა ძალიან მძიმეა, მისი ხელები ძალიან გრძელია და თეძოებს ეხება. უფალი ბალარამას ტრანსცენდენტული ფორმის ბრწყინვალება აბნელებს მილიონობით მბზინავ ამომავალ მთვარეს და მისი უსაზღვრო ძალის ოდნავი შეხებაც კი საკმარისია დემონების მრავალ ათასი არმიის გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ მან იცის თავისი უმცროსი ძმის, კრიშნას ზებუნებრივი ძალა, მაინც, მისდამი სიყვარულის გამო, ის არასოდეს ტოვებს კრიშნას მარტო ტყეში ერთი წუთითაც კი. ბალარამა არის შრი კრიშნას ყველაზე ძვირფასი მეგობარი და არის მრავალი სახის ტრანსცენდენტული გართობის ნექტარი და ტკბილეულის დიდი საცავი.

ამ დღეს მიღებულია მარხვის დაცვა.

შეიტყვეთ მეტი ბალარამას შესახებ.

Details