Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა რუპა გოსვამის წასვლის დღე

August 17, 2024

კუმარადევას სამი ყველაზე ცნობილი ვაჟი იყო სანატანა, რუპა და ანუპამა.
როდესაც მათი მამა გარდაიცვალა, ეს სამი ვაჟი წავიდნენ დედის ბიძის სახლში საკურმაში,
დედაქალაქ გაუდასთან, სადაც განაგრძეს სწავლა. გაუდია ვაიშნავა აბჰიდჰანას 1350-1351 გვერდებზე წერია, რომ: რუპა გოსვამი იყო შრი გაურანგა-ლილასთან ასოცირებული ექვსი გოსვამიდან ერთ-ერთი.
იგი გახლდათ შრი რუპა მანჯარი, კრშნა ლილაში. მან დაიკავა საპასუხისმგებელო პოზიცია ჰუსეინ შაჰის სამსახურში. მოგვიანებით მან უარყო ყველაფერი და თავი უფალი გაურანგას ლოტოსის ტერფებს მიუძღვნა. მისი მომხიბლავი ბიოგრაფია აღწერილია ჩაიტანია ჩარიტამრიტაში, ბჰაკტამალაში და ა.შ.
ნაროტამა თაკურამ სამართლიანად შეაქო რუპა გოსვამი, როგორც “შრი ჩაიტანია მანო ჰაბჰისტა სტაპაკა” ანუ უფალი ჩაიტანიას სურვილების განმახორციელებელი.

შეიტყვეთ მეტი შრილა რუპა გოსვამის შესახებ.

Details