Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბჰაქტივინოდა თაკურას მოვლინების დღე

September 8, 2022

შრი საჩიდანანდა ბჰაქტივინოდა თაკურა 1838 წელს მოევლინა მდიდარ ოჯახში, ნადიას რაიონში,
დასავლეთ ბენგალიაში. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მარადიული თანამოაზრეობა დაამტკიცა
არაჩვეულებრივი სამქადაგებლო საქმიანობითა და ნაყოფიერი წერით. ისე ცხოვრობდა, როგორც
მაჰაბჰაგავატა ვაიშნავა, ის დარჩა აშრამში სიცოცხლის ბოლო წლებამდე. შემდეგ განდეგილის ცხოვრების
წესი მიიღო და შევიდა სამადჰიში. სიყვარულით სავსე, მთლიანად გატაცებული გახლდათ გაურა-გადაჰარასა
და რადჰა-მადჰავას სამსახურში. „მას ჰქონდა საპასუხისმგებლო თანამდებობა, როგორც ოლქის მაგისტრატი (უმაღლესი მოსამართლე).
იგი უძღვებოდა კრშნას ცნობიერ ოჯახს და დაწერა თითქმის ასი წიგნი კრშნას ცნობიერებაზე.
ამავე დროს, იგი უზენაეს უფალს მრავალი გზით ემსახურებოდა. ეს არის მისი ცხოვრების სილამაზე.
მთელი დღის სამთავრობო სამსახურის შემდეგ ოთხი საათი იძინებდა, შუაღამისას დგებოდა და დილამდე
წერდა. ეს იყო მისი ყოველდღიური პროგრამა“. (შრილა პრაბჰუპადა).

ბჰაკტივინოდა თაკურა ყოველთვის თავმდაბალი და ყველას მიმართ მეგობრული გახლდათ.
მის სახლში, ქველმოქმედების მაძიებლები ყოველთვის ბედნიერები და კმაყოფილნი რჩებოდნენ. ყველასთვის
კეთილისმყოფელი, გულში არასდროს იდებდა წყენას, თუნდაც მისი ქადაგების მოწინააღმდეგეებთან.
სინამდვილეში, ის არასოდეს ამბობდა ისეთ რამეს, რაც სხვის გრძნობებს შეურაცხყოფდა.

შეიტყვეთ მეტი ბჰაქტივინოდა თაკურას შესახებ.

Details