ვამანადევა არის უფალი კრიშნას ავატარა
(განსხეულება), როგორც ჯუჯა ბრაჰმანი.
იგი სამყაროს მოევლინა, ნახევარღმერთებს და დემონებს
შორის ინტენსიური კონფლიქტის პერიოდში.
შრიმად-ბჰაგავატამი მოგვითხრობს, თუ როგორ
აიღეს დემონებმა, ძალადობრივი მმრთველობა ხელში და
გაგზავნეს ნახევარღმერთები დასამალად. ნახევარღმერთების
ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაბრუნებლად,
ვამანადევამ დემონთა ლიდერს, ბალი მაჰარაჯას ქველმოქმედებით
სთხოვა “სამი ნაბიჯი” მიწა. როდესაც ბალიმ
დააკმაყოფილა მისი თხოვნა, უფალმა ვამანამ
მიიღო ისეთი გიგანტური ფორმა, რომ ორი
ნაბიჯით დაფარა დედამიწა და შემდეგ მთელი
სამყარო. უფლის ლოტოსის ფეხის მესამე ნაბიჯი,
სიამოვნებით მიიღო ბალი მაჰარაჯამ, თავზე.
შეიტყვეთ მეტი უფალი ვამანას მოვლინების შესახებ.