ამ დღეს სამყაროს შრიმატი ვიშნუპრია დევი მოევლინა , ის შრი გაურასუნდარას მარადიული მეუღლეა. ის სატიაბჰამაა კრიშნას დვარაკა-ლილაში, ისღვთაებრივი მინდობის მაგალითია მაჰაპრაბჰუს ლოტოსის ფეხებთან. შრიმატი ვიშნუპრია მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო, როდესაც სანიასა მიიღო, მას შემდეგ მან მთელი ცხოვრება მონანიებაში გაატარა. დილით გალობდა წმინდა სახელებს და ყოველი ერთი წრის შემდეგ ერთი ბრინჯის მარცვალს დებდა თიხის ჭურჭელში, გალობის შემდეგ კი იმავე ბრინჯისგან საჭმელს აკეთებდა და მას კრიშნას სთავაზობდა.