Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა ჯივა გოსვამის გაუჩინარების დღე

January 14, 2024

შრილა ჯივა გოსვამი სამი ძმის:შრი სანატანას,შრი რუპასა და შრი ვალაბჰას ერთადერთი მემკვიდრე იყო.მისი მამა და ბიძები ბადსა ჰუსეინ შაჰს ემსახურებოდნენ,შესაბამისად მათი ოჯახური ცხოვრება უზრუნველყოფილი იყო იმდენად,რომ თავიანთი ერთადერთი მემკვიდრე გაეზარდათ.შრილა ჯივა გოსვამის თვალები ლოტოსის გაფართოებულ ფურცლებს ჰგავდა,მისი მთლიანი სხეული მოცული იყო ბრწყინვალე ბზინვარებით.

როდესაც შრი გაურასუნდარა ესტუმა ჯივას ქალაქს მან მასში ამოიცნო სამპრადაიას მომავალი სუვერენული წინამძღვარი და დალოცა იგი თავისი ლოტოსის მტვერით.

მაგრამ შემდეგში შრილა ჯივა გოსვამის მამამ და ბიძებმა უარი განაცხადეს ოჯახურ ცხოვრებაზე და მაჰაბპრაბჰუს გაჰყვნენ,ამან შრილა ჯივაზე დიდი ზეგავლენა იქონია,ოჯახის ერთადერთი მემკვირდე დედის კალთაზე იწვა და მუდამ ცრემლით ასველებდა მას,მისი მეგობრებიც სევდის ჩრდილში მოექცნენ და რთულად შეძლეს მისთვის მწუხარების შემსუბუქება.

გაზრდისთანავე შრი ჯივამ შრი-შრი რამა კრიშნას ღვთაებების თაყვანისცემა დაიწყო,ის ამშვენებდა და ემსახურებოდა მათ,ყველა ქმედებას ის კრიშნას უძღვნიდა,ჭაბუკობისას  ის გაიწაფა:პოეზიაში,გრამატიკასა და რიტორიკაში.ერთხელაც მას სიზმრად გამოეცხადა შრი რამა კრიშნა,რამაც ანუგეშა იგი.მას შემდეგ რაც მან გაიგო რომ მამამისმა ცხოვრება დათმო განგას ნაპირზე ის სრულად უსუსური გახდა.შრილა ჯივას შესთავაზეს წასულიყო ნავადვიპაში რათა მისი გონება და სხეული,რომლებიც მწუხარებისგან იწვოდნენ,განეწმინდა.ამრიგად შრილა ჯივამ დატოვა მშობლიური ქალაქი და გაემართა ნივადვიპასკენ.

 

შეიტყვეთ მეტი შრილა ჯივა გოსვამიზე.

Details