გოპალა ბჰატა გოსვამი (1503-1578) არის ვაიშნავთა წმინდანის ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე და წამყვანი ისტორიული ფიგურა გაუდია ვაიშნავის და ინდუიზმის ისტორიაში. იგი ვრინდავანის ექვსი გოსვამიდან ერთ-ერთია, რომლეთაც უდიდესი გავლენა იქონიეს გაუდია ვაიშნავა ტრადიციის ფილოსოფიური საფუძვლის ჩამოყალიბებაში, კერძოდ ფორმალიზებულ მწერლობაში.