Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა ბჰაქტისიდჰანტა სარასვატი თჰაკურას წასვლის დღე

December 19, 2024

დასავლური კალენდრით 1874 წ. 6 თებერვალს, შუადღის 3:30 საათზე, ბიმალა პრასად დატა, მოგვიანებით ცნობილი როგორც შრილა ბჰაკტისიდჰანტა სარასვატი თაკურა, დაიბადა ჯაგანნათჰა პურიში, ორისას შტატში, ჯაგანათჰას ტაძრიდან არც თუ ისე შორს. ის იყო შრილა ბჰაქტივინოდა თაკურას და შრიუკტა ბჰაგავატი დევის მეოთხე ვაჟი და მისი დაბადების დროს მაჰა-პურუშას ანუ დიადი პიროვნების ოცდათორმეტივე სხეულის ნიშანი გამოცდილმა ასტროლოგმა ამოიცნო. გარდა ამისა, ბიჭი კისერზე ბრაჰმინის ძაფივით შემოხვეული ჭიპლარით დაიბადა. ასტროლოგმა მისი დაბადებისას შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: „ჩემს ცხოვრებაში ბევრი ჰოროსკოპი გამიკეთებია, მაგრამ ასეთი ჰოროსკოპი, დიადი პიროვნების ყველა ნიშნით სავსე, არასდროს მინახავს. ეს ბავშვი გახდება მსოფლიოში ცნობილი, როგორც ცხოვრების საბოლოო მიზნის ბრწყინვალე მასწავლებელი“.

როდესაც ბავშვი ექვსი თვის იყო, უფალ ჯაგანათჰას რათაიატრას ფესტივალი ტარდებოდა და ეტლი სამი დღის განმავლობაში გაჩერდა შრილა ბჰაკტივინოდა თაკურას სახლის წინ. შრილა ბჰაქტივინოდა თაკურას მითითებების შესაბამისად, ბჰაგავატი დევიმ ბავშვი ეტლის წინ მიიყვანა და შეთავაზებული გირლანდა უფლის კისრიდან ჩამოვარდა და ბიჭს ჩამოეკიდა. ეს ყველა დამსწრემ განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნიშნად მიიღო.

შრილა ბჰაქტისიდანტა სარასვატი თჰაკურა, გახდა შრილა პრაბჰუპადას სულიერი მოძღვარი და მან დაარწმუნა შრილა პრაბჰუპადა, რომ გაევრცელებინა უფლის წმინდა სახელების დიდება, დასავლეთის ქვეყნებში. რაც უდიდესი წყალობაა, დასავლეთის ქვეყნებისთვის ასეთი დიადი პიროვნებისგან.

შეიტყვეთ მეტი შრილა ბჰაქტისიდანტა სარასვატი თჰაკურის შესახებ.

Details