მე მოწიწებით მივაგებ თაყვანს მის ღვთაებრივ მოწყალება ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატის, ვინც ესოდენ ძვირფასია უფალი კრიშნასათვის და ვინც მის ლოტოსისდარ ტერფებთან ჰპოვა თავშესაფარი.
მე მოწიწებით თაყვანს მივაგებ შრი ვარშაბჰანავი–დევი–დაჲიტა დასას [შრილა ბჰაქტისიდდჰანტა სარასვატის სხვა სახელი], ვისაც წყალობს შრიმატი რადჰარანი, ტრანსცენდენტური წყალობის ოკეანეა და კრიშნას მეცნიერებას გვასწავლის.
მე მოწიწებით თაყვანს გცემ შენ, გაპიროვნებულო შრი ჩაიტანჲას წყალობავ, ვინც გვაძლევ იმ ერთგულ სამსახურს, რაც გაჯერებულია რადჰასა და კრიშნას სატრფიალო სიყვარულით და რაც პირდაპირ შრილა რუპა გოსვამის მიერ განდობილი ცოდნის ხაზიდან მოდის.
მე მოწიწებით თაყვანს გცემ შენ, ხორცშესხმულო მოძღვრებავ უფალი ჩაიტანჲასი. შენ იხსნი დაცემულ სულთ. შენ არ ეპუები არაფერს, რაც ეწინააღმდეგება ერთგული სამსახურის იმ გზას, რაც შრილა რუპა გოსვამიმ გვასწავლა.
ძვირფასო მეგობრებო!
სიხარულით გაცნობებთ რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტმა – იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 6 თებერვალს აღინიშნოს გამოჩენილი რელიგიური რეფორმატორის და წმინდანის შრილა ბჰაქტისიდჰანტა სარასვატი თჰაკურას მოვლინების 152 წლისთავი.