mādhuryojjvala-premāḍhya-śrī-rūpānuga-bhaktida
śrī-gaura-karuṇā-śakti-vigrahāya namo ‘stu te
namas te gaura-vāṇī-śrī-mūrtaye dīna-tāriṇe
rūpānuga-viruddhāpasiddhānta-dhvānta-hāriṇe
“მე მოწიწებით ქედს ვიხრი მისი ღვთაებრივი მოწყალების შრილაბჰაქტისიდდჰანტასარასვატი თჰაკურას წინაშე, რომელიც ძალიან ძვირფასია უფალი კრიშნასადმი და ჰპოვა თავშესაფარი კრიშნას ლოტოსის ტერფებთან. ასევე მოწიწებით ქედს ვიხრი შრი ვარშაბჰანავი-დევი-დაიატა დასას წინაშე [მეორე სახელი შრილაბჰაქტისიდდჰანტასარასვატისა], რომელიც შრიმატი რადჰარანიმ გამოარჩია და ვინც არის ტრანსცენდენტული წყალობის მომნიჭებელი და კრიშნას ცნობიერების გამავრცელებელი. მე ქედს ვიხრი შენს წინაშე, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს გაპიროვნებულო წყალობავ, შენ ავრცელებ ერთგული მსახურების ნექტარს, მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ხაზით, რომელიც შრილა რუპა გოსვამისგან მოდის, იგი სავსეა რადჰა-კრიშნას სიყვარულით. მე მოწიწებით ქედს ვიხრი მისი ღვთაებრივი მოწყალების შრილაბჰაქტისიდდჰანტასარასვატი თჰაკურას წინაშე, რომელიც თავად გაპიროვნებული ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მოძღვრებაა. შენ ხარ დაცემულ სულთა გადამრჩენელი. მე მოწიწებით ქედს ვიხრი მისი ღვთაებრივი მოწყალების შრილაბჰაქტისიდდჰანტასარასვატი თჰაკურას წინაშე, რომელიც უმოწყალოდ ილაშქრებს ყოველი სიტყვის წინააღმდეგ, რომელიც უარყოფს ერთგულ მსახურებას იმ სახით რომლითაც ეს შრილა რუპა გოსვამიმ იქადაგა.”
ძვირფასო მეგობრებო!
სიხარულით გაცნობებთ რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტმა – იუნესკომ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის 17 თებერვალს აღინიშნოს გამოჩენილი რელიგიური რეფორმატორის და წმინდანის შრილა ბჰაქტისიდჰანტა სარასვატი თჰაკურას მოვლინების 151 წლისთავი.
2024 წლის 29 თებერვალს, პჰალგუნას თვის კლებადი მთვარის მეხუთე დღეს, ვედაცენტრის აშრამში ვიზეიმებთ უდიადესი ვაიშნავის შრილა ბჰაქტისიდჰანტა სარასვატი თჰაკურას (შრილა პრაბჰუპადას სულიერი მოძღვრის) მოვლინების დღეს.