1017 წელს შრიპად რამანუჯაჩარია , ლორდ ანანტასა და ლაქსმანის ნაწილობრივი განსახიერება , დაიბადა სასთში , მთვარის მეექვსე სახლში , ჩაიტრას თვეში (აპრილი-მაისი). მამის სახელი იყო ასური კეშავა სომაიჯი , ასევე ცნობილი როგორც სარვაკრატუ დიქსტრი , რომელიც ითვლება სმარტად. დედამისი იყო კანტიმატი , დიადი ვაიშნავის აჩარია იამუნ აჩარიას შვილიშვილი.
შრი რამანუჯას მშობლებმა სახელად ილაია პერუმალი დაარქვეს. განათლებას ძირითადად მამისგან იღებდა , როდესაც 15 წლის იყო წაიყვანეს კანციპურამში , სადაც ის და მისი ბიძაშვილი გოვინდა გააგზავნეს სასწავლებლად ადვაიტინ აჩარია იადავა პრაკაშში.მოზარდობისას შრი რამანუჯას ხშირად ჰქონდა ფილოსოფიური კამათი თავის მასწავლებელთან. ის ეურთიერთებოდა ყველასა და ყველაფერს , როგორც უფლის ნაწილს.
შრი რამანუჯა ამბობს რომ , ადამიანმა ბრალეულობა არა გარე სამყაროზე და სხვებზე არამედ საკუთარ თავზე უნდა მიიტანოს და საბოლოოდ თქვას , “მე ვარ უცოდინარი” , მე არ ვიცნობ არც საკუთარ თავს და არც სხვას”
შრია რამანუჯაჩარიას გაუჩინარება აღინიშნება ამ წლის 31 იანვარს.