შრი რამაკანდრა კავირაჯა შრივანასა აჩარია პრაბჰუს მოსწავლე იყო,ასევე ნაროტამა დასა თაკურასთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა.მამა იყო ცირანჯივა სენა და დედა შრი სუნანდა. ცირანჯივა თავდაპირველად კუმარა ნაგარის მკვიდრი იყო, მაგრამ შრი დამოდარა კავის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ ის შრი ხანდაში გადავიდა.
“ცირანჯივა სენა იყო წმინდა ერთგული, რომელიც ძალიან უყვარდათ ნარჰარი სარკარი და შრი ხანდას სხვა მაცხოვრებლებს. ის უაღრესად განათლებული იყო ყველა საკითხში, ხოლო მისი ცოლი ძალიან თავმდაბალი და ნაზი იყო. მისი საქმიანობა სრულიად ტრანსცენდენტული იყო.” [C.C Mad. 11/92]
რამაკანდრა იყო ძალიან სიმპათიური, ჭკვიანი და დაჟინებული. მისი დედის
ბაბუა შრი დამოდარა კავირაჯა იყო ცნობილი პოეტი, რომელიც კრიშნას
ენერგიის (შაკტის) თაყვანისმცემელი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ
ორი ძმა რამაკანდრა და გოვინდა მივიდნენ საცხოვრებლად ბაბუასთან,რომელიც
იცავდა შაქტის რელიგიას.ამ დროს რამაკანდრა მედიცინას ეწეოდა და ასევე
საკმაოდ ცნობილი იყო , როგორც წარმატებული პოეტი.
ქორწინების შემდეგ რამკანდრა ცოლთან ერთად კუმარანაგარაში მდებარე სახლში წაიყვანეს.
შრი რამაკანდრა კავირაჯას გაუჩინარება აღინიშნება ამ წლის 12 დეკემბერს.