Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრი რამაჩანდრა კავირაჯას გაუჩინარება

January 30, 2024

შრი რამაჩანდრა კავირაჯა, შრივანასა აჩარიას მოსწავლე იყო, ასევე ნაროტამა დასა თაკურასთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მამა იყო ჩირანჯივა სენა და დედა შრი სუნანდა. ჩირანჯივა თავდაპირველად კუმარა ნაგარის მკვიდრი იყო, მაგრამ შრი დამოდარა კავის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ ის შრი ხანდაში გადავიდა.

“ჩირანჯივა სენა იყო წმინდა ერთგული, რომელიც ძალიან უყვარდათ ნარჰარი სარკარი და შრი ხანდას სხვა მაცხოვრებლებს. ის უაღრესად განათლებული იყო ყველა საკითხში, ხოლო მისი ცოლი ძალიან თავმდაბალი და ნაზი იყო. მისი საქმიანობა სრულიად ტრანსცენდენტული გახლავთ.” [C.C Mad. 11/92]

რამაჩანდრა იყო ძალიან სიმპათიური, ჭკვიანი და დაჟინებული. მისი დედის
ბაბუა შრი დამოდარა კავირაჯა იყო ცნობილი პოეტი, რომელიც კრიშნას
ენერგიის (შაკტის) თაყვანისმცემელი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ
ორი ძმა რამაჩანდრა და გოვინდა მივიდნენ საცხოვრებლად ბაბუასთან, რომელიც
იცავდა შაქტის რელიგიას.
ამ დროს რამაჩანდრა მედიცინას ეწეოდა და ასევე
საკმაოდ ცნობილი იყო, როგორც წარმატებული პოეტი.

ქორწინების შემდეგ რამკანდრა ცოლთან ერთად კუმარანაგარაში მდებარე სახლში წაიყვანეს.

შეიტყვეთ მეტი შრი რამაკანდრა კავირაჯას შესახებ.

Details