გოვარდჰანა პუჯა
გოვარდჰანა პუჯა, აღინიშნება კარტიკას თვეში. როდესაც უზენაესმა უფალმა შრი კრიშნამ დაინახა, რომ ვრინდავანის მაცხოვრებლები ემზადებოდნენ ინდრას თაყვანსაცემად, მათ შესთავაზა უარი ეთქვათ ინდრას თაყვანისცემაზე და თაყვანი ეცათ გოვარდჰანას მთისთვის. ეს რომ ინდრამ გაიგო, გაბრაზდა და დამანგრეველი ნალექი გამოუშვა ვრინდავანისკენ. კრიშნამ ნეკა თითით ასწია გოვარდჰანას მთა და ვრინდავანის ყველა მცხოვრებს ქოლაგასავით გადააფარა. Read more