ლალიტა არის, ვრინდავანში, შრიმატი რადჰარანის რვა ძირითადი ფორმიდან ერთ-ერთი. შრიმატი რადჰარანის ასევე უწოდებენ ლალიტას. ის რადჰა-კრშნას ძალიან საყვარელი მეგობარია. ლალიტა-შასტი
და მისი თანამგზავრები დრო და დრო ევლინებიან მატერიალურ სამყაროში, რათა გაავრცელონ რადჰა-კრშნას მსახურების უმაღლესი განწყობა, კერძოდ, შრიმატი რადჰარანის მოახლეები ხდებიან. რუპა გოსვამი ლალიტა-შასტის თანამგზავრი და მიმდევარია, ამრიგად, ყველა, ვინც თავს რუპა გოსვამის მიმდევრად თვლის, საბოლოოდ ლალიტა-დევის მსახურია და, შესაბამისად, პარამპარას ხაზის საშუალებით, ყოველთვის უნდა სურდეს ლალიტა-დევის ლოტოსის ტერფების მსახურება.
როდესაც დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევძლებთ იგი დავაკმაყოფილოთ, ის ჩვენი გულის სურვილისამებრ, შრი შრი რადჰა-კრშნას სასიყვარულო მსახურებაში ჩაგვრთავს.