თავის ამრტა-პრავაჰა-ბჰასიაში შრილა ბჰაკტივინოდა თაკურა აჯამებს ამ თავს შემდეგნაირად: ორისას მეფე, მაჰარაჯა პრატაპარუდრა, ყველანაირად ცდილობდა ენახა უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. შრილა ნიტიანანდა პრაბჰუმ და სხვა ერთგულებმა აცნობეს უფალს მეფის სურვილის შესახებ, მაგრამ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ არ დათანხმდა მის ნახვას. ამ დროს შრი ნიტიანანდა პრაბჰუმ შეიმუშავა გეგმა და მან მეფეს უფლის გარეგნული სამოსის ნაჭერი გაუგზავნა. მეორე დღეს, როდესაც რამანანდა რაიამ კვლავ შესთხოვა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს, ენახა მეფე, უფალმა, უარყო თხოვნა, სთხოვა რამანანდა რაიას, მეფის ვაჟი მის წინაშე მოეყვანა. უფლისწული ვაიშნავისავით ჩაცმული ეწვია უფალს და ამან გააღვიძა კრშნას ხსოვნა. ამგვარად შრიკაიტანია მაჰაპრაბჰუმ სიცოცხლე აჩუქა მაჰარაჯა პრატაპარუდრას ვაჟს.