გოპაშტამი დღეს კრშნა პირველად გამოვიდა ძროხების სამწყემსად და ამ გზით იგი გახდა გოპა, მეძროხე ბიჭი. ამ დღეს უფალი შრი კრიშნა გახდა კვალიფიციური ძროხის მწყემსი. მანამდე ის ხბოების მცველი იყო.
ასე რომ, შრი კრიშნამ, თავის უფროს ძმასთან, ბალარამასთან ერთად, გაიარა ბავშვობის ასაკი, რომელიც ცნობილია როგორც კაუმარა და გადავიდა პაუგანდის ასაკში, ექვსი წლიდან ათ წლამდე. კრიშნამ და ბალარამამ გაიარეს ვრინდავანი და გაასუფთავეს მიწა მათი ლოტოსის ტერფთა ნაკვალევით.
“კარტიკას თვის კაშკაშა მერვე მთვარის დღე ცნობილია უფლის მიერ, როგორც გოპაშტამი. იმ დღიდან უფალი ვასუდევა ძროხის მწყემსად მსახურობდა, მანამდე კი ხბოებს უვლიდა.”
სიტყვა პადაიჰ მიუთითებს იმაზე, რომ უფალმა კრშნამ აკურთხა დედამიწა მისი ლოტოსის ტერფებით მიწაზე სიარულით. უფალს არც ფეხსაცმელი ეცვა და არც სხვა სამოსი, მაგრამ ფეხშიშველი დადიოდა ტყეში და დიდ შფოთვას იწვევდა ვრნდავანის გოგოებს შორის, რომლებსაც ეშინოდათ, რომ მისი რბილი ლოტოსის ფეხები დაშავდებოდა.
კრშნამ იმ დროს თქვა, რომ ძროხებს ნახევარღმერთებიც კი სცემენ თაყვანს და მან პრაქტიკულად აჩვენა, როგორ უნდა დაიცვა ძროხები. კრშნას ცნობიერებაში მყოფი ადამიანები მაინც უნდა გაჰყვნენ მის კვალს და დაიცვან ძროხები. ძროხებს თაყვანს სცემენ არა მხოლოდ ნახევარღმერთები, თავად კრშნა თაყვანს სცემდა ძროხებს არაერთხელ, განსაკუთრებით გოპაშტამისა და გოვარდჰანა-პუჯას დღეებში.