Loading Events

« All Events

  • This event has passed.

უტჰანა ეკადაშის მარხვა, ბჰიშმა პანჩაკას დასაწყისი

November 4, 2022

გამხსნილება 5 ნოემბერს 07:37 – 11:01დროის შუალედში

მზის ამოსვლა 7:36
შუადღე 12:44
მზის ჩასვლა 17:51


კარტიკას თვის ბოლო 5 დღე ტრადიციულად ცნობილია, როგორც ბჰიშმა პანჩაკა ან ვიშნუ პანჩაკა, 4 ნოემბერს იწყება ბჰიშმა პანჩაკა. ბაბუა ბჰიშმა მარხულობდა ამ ხუთი დღის განმავლობაში და ემზადებოდა სიცოცხლის დასათმობად. თუ ადამიანს შეუძლია, უნდა დაიცვას მარხვა გარკვეული საკვებიდან ბჰიშმა-პანჩაკას პერიოდში უფლის სიამოვნებისთვის. ეს ნებაყოფლობითია. „მარხვა უნდა დაიწყოს ბჰისმადევას გახსენებით ეკადაშის დღეს და უნდა დასრულდეს პურნიმაზე [სავსე მთვარეზე]. პადმა პურანა ამბობს, რომ ადამიანი სიამოვნებს უფალს და სულიერ წინსვლას ახდენს ასეთი სიმკაცრით მარხვის დაცვით.

გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა!

თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – ხორცი და თევზი.

ზოგი იოგი ამ დღეს საერთოდ არ ჭამს, ზოგიერთი კი წყალსაც არ სვამს, ანუ მშრალ მარხვაზეა.

ეკადაშის მარხვა უაღრესად სასიკეთოა სულიერი განვითარებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია მეორე დღეს გახსნილების (მარხვის შეწყვეტის) დროის დაცვა რომელიც გამოითვლება ასტროლოგთა მიერ და მოცემულია სხვადასხვა კალენდრებში.

მარხვის გარდა ეკადაშზე რეკომენდირებულია გაძლიერებული ლოცვა და კეთილ საქმეთა ქმნა. ამ დღეს ქველმოქმედების შედეგი ასმაგდება!

Details