კრშნა ასრულებს ორი სახის რასა ლილას, ერთს შემოდგომის სეზონზე და მეორეს გაზაფხულის სეზონზე. ბალარამა ამ დროს რასას ცეკვას ასრულებს.
იმისთვის, რომ ვრინდავანში მყოფი გოპები კმაყოფილები ყოფილიყვნენ, უფალი ბალარამა იქ ორი თვის განმავლობაში უწყვეტად დარჩა, კერძოდ კაიტრასა და ვაისაჰას თვეებში. უფალი ბალარამა ორი თვე გოპებს შორის რჩებოდა და ყოველ ღამე მათთან ერთად გადიოდა ვრნდავანის ტყეში, რათა დაეკმაყოფილებინა სიყვარულის სურვილი. ამგვარად, ბალარამაც ტკბებოდა რასას ცეკვით გოპებთან ამ ორი თვის განმავლობაში.