საკვირაო ლექცია – შრიმად ბჰაგავატამის დიდებულება – დაივატა დას
საკვირაო ლექციის ჩანაწერი – “შრიმად ბჰაგავატამის დიდებულება” ლექტორი: დაივატა დას 10 იანვარი, 2021
საკვირაო ლექციის ჩანაწერი – “შრიმად ბჰაგავატამის დიდებულება” ლექტორი: დაივატა დას 10 იანვარი, 2021
ბოდიშის მოხდა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მტყუანი ხარ. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენთვის ადამიანი და ურთიერთობა უფრო ფასეულია, ვიდრე ის, რომ მართალი იყო. უნდა აირჩიო, რა გირჩევნია: იყო მართალი, თუ გიყვარდეს? თუ სიყვარული გირჩევნია, ზოგჯერ უნდა თქვა “მაპატიე”, მაშინაც კი, როცა მართალი ხარ.
ძვირფასო მეგობრებო! 2021 წლის 09 იანვარს, შაბათს, არის საპჰალა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2021 წლის 10 იანვარს, 08:27 – 11:34 საათამდე. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – Read more
ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციაზე “ბედნიერებისკენ სწრაფვა, როგორც უმაღლესი მოვალეობა”, რომელიც გაიმართება ონლაინ, ლექციების სერიიდან “საუბრები კავკასიურ სახლში”. ლექციაზე დასასწრებად შედით მისამართზე https://veda.ge და დააჭირეთ წითელ ღილაკს ONLINE MEETING ან პირდაპირ გადადით ამ ბმულზე: https://bit.ly/33NLX8j ლექციას გაუძღვება ზაზა უჯმაჯურიძე (ნანდაპრია დას). მოკლედ სპიკერის შესახებ: ზაზა დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი-ონკოლოგია. იგი აგრეთვე მუსიკოსი და დღეისათვის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ვედური ლიტერატურის (შრილა პრაბჰუპადას კომენტარებით) მთარგმნელია, რომელთა შორისაა ვედური ცოდნის მარგალიტი – “ბჰაგავად-გიტა როგორც ასეთი”.
ნუ დაელოდები დანიშნულების წერტილს, დაიწყე ბედნიერების პოვნა ვიდრე მოგზაურობ. დღეს შეიძლება დიდი გამოწვევების წინაშე დგახარ და დიადი ქაოსის ცენტრში ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერების შინაგანი შეგრძნება უნდა გადადო…
ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საკვირაო ლექციაზე “შრიმად ბჰაგავატამის დიდებულება”, რომელიც გაიმართება ონლაინ და გაუძღვება დაიანანდა სვამი. ლექციის ენა: ინგლისური (ქართული თარგმანით). ლექციაზე დასასწრებად შედით მისამართზე https://veda.ge და დააჭირეთ წითელ ღილაკს ONLINE MEETING ან პირდაპირ გადადით ამ ბმულზე: https://meet.google.com/wzc-cjia-thz დასწრება თავისუფალია და წინასწარ რეგისტრაციას არ საჭიროებს. შეხვედრა Google Meet ბაზაზეა და მონაწილეობისთვის დაგჭირდებათ ნებისმიერი Gmail Account სმარტფონზე ან კომპიუტერზე.
ყველაზე დიდი დაბრკოლება შემოქმედების პროცესში არის შური. თუ ვინმე აკეთებს რამეს ჩვენზე უკეთ, ჩვენ შური გვიპყრობს ან დეპრესიულები ვხდებით. თუ მე ვაკეთებ რამეს სხვებზე უკეთ, ამპარტავნება და ქედმაღლობა გვეუფლება… ეს თვისებები კი იწვევს ცნობიერების სავალალო მდგომარეობას. მაშ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ცრუ ეგოს ამ უფსკრულს?
ძვირფასო მეგობრებო, 30 დეკემბერს, 12:20 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ვედური კულტურის ცენტრი გეპატიჟებათ ამ წლის შემაჯამებელ ჰარინამაზე. შეგიძლიათ წამოიყოლოთ ხილი, ან ისე მობრძანდეთ. Dear friends, please join us for the concluding harinama of the year, on December 30th, at 12:30pm, at Metro Rustaveli You can bring some fruits or just come to chant with us.
საჯარო ლექციის ჩანაწერი: ბჰაგავად გიტა – უანგარი მოღვაწეობის გზა (ბუდდჰი-იოგა, მოქმედება კარმული უკუგების გარეშე). ლექტორი: დავით თუთბერიძე (დევარატა დას) 27 დეკემბერი, 2020