საკვირაო პროგრამა – 26.09.2021

2021 წლის 26 სექტემბერს, 14:30 საათზე – საკვირაო ლექცია დისტანციურად! ძვირფასო მეგობრებო, ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საკვირაო ლექციაზე: ბჰაგავად გიტა 18.65 – “მუდამ ჩემზე იფიქრე”, ლექტორი – დევარატა დას. ლექციაზე დასასწრებად შეგიძლიათ დააჭიროთ წითელ ღილაკს Online Meeting

საკვირაო პროგრამა – 19.09.2021

2021 წლის 19 სექტემბერს, 14:30 საათზე – საკვირაო ლექცია დისტანციურად! ძვირფასო მეგობრებო, ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საკვირაო ლექციაზე: ბჰაგავად გიტა “ცნობიერების დონეები”, ლექტორი – დაივატა დას. ლექციაზე დასასწრებად შეგიძლიათ  დააჭიროთ წითელ ღილაკს Online Meeting

საკვირაო ლექცია – 05.09.2021

2021 წლის 5 სექტემბერი – საკვირაო ლექცია დისტანციურად! ძვირფასო მეგობრებო, ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საკვირაო ლექციაზე, რომელიც ჩატარდება ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 5 სექტემბერს, დასაწყისი – 14:30 საათზე. ლექტორი: დაიანანდა სვამი ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით. აშრამში საკვირაო პროგრამა არ შედგება პანდემიის გამო. ლექციაზე დასასწრებად საიტის მთავარ გვერდზე დააჭირეთ წითელ ღილაკს Online Meeting

საკვირაო ლექცია – 29.08.2021

2021 წლის 29 აგვისტო – საკვირაო ლექცია დისტანციურად! ძვირფასო მეგობრებო, ვედური კულტურის ცენტრი გიწვევთ საკვირაო ლექციაზე, რომელიც ჩატარდება ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 29 აგვისტოს, დასაწყისი – 14:30 საათზე. თემა: „უზენაესი სახიერი ღმერთი“ – დატია პავანა დას

2021 წლის 22 აგვისტო – შრი ბალარამა პურნიმა!

2021 წლის 22 აგვისტო – შრი ბალარამა პურნიმა! ძვირფასო მეგობრებო! 2021 წლის 22 აგვისტოს, კვირას, შრავანას თვის სავსე მთვარეზე აღინიშნება უფალი ბალარამას მოვლინების დღე – შრი ბალარამა პურნიმა. “სარვა ავატარი კრიშნა სვაიამ ბჰაგავან ტანჰარა დვიტია დეჰა შრი ბალარამ …” ყველა ავატარას შორის – კრიშნა თვით უზენაესი ღმერთია, ხოლო შრი ბალარამა კი მისი მეორე სხეული. ამ დღეს 12:00 საათამდე რეკომენდირებულია მარხვა. აშრამში საკვირაო პროგრამა არ შედგება პანდემიის გამო. უფალი ბალარამას მოვლინების დღისადმი მიძღვნილი ლექცია ჩატარდება ონლაინ Read more

პავიტროპანა ეკადაში

ძვირფასო მეგობრებო! 2021 წლის 18 აგვისტოს, ოთხშაბათს, არის პავიტროპანა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2021 წლის 19 აგვისტოს, 06:13 – 10:47 საათამდე შუალედში. გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა! თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების(პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები Read more