შრილა ჯაგანათა დასა ბაბაჯი დაიბადა დასავლეთ ბენგალის მაიამანსინგის რაიონში დაახლოებით 1800 წელს. მისი ადრეული ცხოვრების შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მან ინიციაცია მადჰუსუდანა დასა ბაბაჯისგან მიიღო. ჯაგანათა დასა ბაბაჯი ვრინდავანში ცხოვრობდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის მსახურებას. ის იქაურ ერთგულებს შორის ცნობილი გახდა, როგორც კრიშნა-ბჰაკტიში სრულყოფილი.
მოხუცებულობაში შრილა ჯაგანათჰა დასა ბაბაჯი თითქმის უსინათლო იყო, ბევრი ადამიანი მიდიოდა მასთან და სთავაზობდა შემოწირულობას, ბიჰარი დასა კი ამ შემოწირულობას ჩანთაში ინახავდა. ერთ დღეს ბაბაჯი მაჰარაჯიმ თქვა:
-ბიჰარი რამდენი რუპია მაქვს?
ბიჰარიმ ბაბაჯის რამდენიმე რუპია დააკავა ხელში, თორმეტი კი გადადო. ბაბაჯიმ კი უთხრა:
-ბიჰარი, რატომ გადადე დანარჩენი 12 რუპია? ახლავე მომეცი ყველა.