დღეს არის ვარაჰა-დვადაში, ტახის განსახიერების, ვარაჰადევას მოვლენის დღე. მისი გარეგნობის აღსანიშნავად მოვიყვანთ ერთ ლექსს შრიმად-ბჰაგავატამიდან, მეორე სიმღერის მეშვიდე თავი, “ინკარნაციები სპეციფიკური ფუნქციებით”.
უფალმა ბრაჰმამ თქვა: როდესაც უსაზღვროდ ძლევამოსილმა უფალმა ტახის ფორმა მიიღო გასართობად, მხოლოდ იმისთვის, რომ აეწია პლანეტა დედამიწა, რომელიც ჩავარდა სამყაროს დიდ ოკეანეში, რომელსაც გარბოდაკა ჰქვია, გამოჩნდა პირველი დემონი [ჰირანიაქშა] და უფალმა ის თავისი ეშვით დახვრიტა.
შრილა პრაბჰუპადას კომენტარი:
შექმნის დასაწყისიდან არსებობენ ცოცხალი არსებების ორი კლასი: დემონები და ნახევარღმერთები ანუ ვაიშნავები, რომლებიც დომინირებენ სამყაროს პლანეტებზე. უფალი ბრაჰმა არის პირველი ნახევარღმერთი ანუ ვაიშნავი, ხოლო ჰირანიაკშა არის პირველი დემონი ამ სამყაროში. ასე რომ, ჰირანიაკშა აღწერილია, როგორც პირველი დემონი და იგი მოკლა უფლის ტახის განსხეულებამ შექმნის დასაწყისში.
ასე რომ უფალმა ვარაჰადევამ გადაარჩინა დედამიწა უდიდეს საფრთხეს.