ნიტიანანდა ტრაიოდაში: შრი ნიტიანანდა პრაბჰუს მოვლინების დღე
February 10, 2025
მთელი დიდება შრი კრიშნა ჩაიტანიას, წყალობის ოკეანეს. მთელი დიდება ნიტიანანდა პრაბჰუს, უმწეოთა მეგობარს. მთელი დიდება შრი ადვაიტა აჩარიას ჩანდრას სიცოცხლესა და სულს. მთელი დიდება მას, ვინც ერთადერთი თავშესაფარია შრივასას და გადადჰარას. მთელი დიდება ვისვამბჰარას, ჯაგანათჰა მიშრასა და საჩიდევის ვაჟს, რომელიც ყოველთვის საყვარელია მისი ერთგულებისა და მიმდევრებისთვის.
შრი ნიტიანანდა პრაბჰუ ერთ-ერთია პანჩა ტატტვადან. იგი უფალი ბალარამას განსხეულებაა და უფალი ჩაიტანიას მარადიული თანამგზავრია. ჩვენს თბილისის ტაძარშიც მოევლინა შრი-შრი ნიტაი-გოდრუმ-ჩანდრა და უფალი ჩაიტანიას მარჯვნით დგას უფალი ნიტიანანდა, მარადიული სულიერი მოძღვარი და ჩვენი თბილისის იატრის მფარველი. მისი განწყობა მხიარულია და მუდამ წყალობას იძლევა. მისი ერთი ლოტოსის ტერფი ოდნავ ჰაერშია აწეული რაც იმაზე მიანიშნებს რომ ცეკვის განწყობაშია. უფალ ნიტიანანდას უზომოდ შეუძლია წყალობა გასცეს გულწრფელ ერთგულებზე. იგი თავის გირლიანდებს მუდამ არიგებს და გვიანობამდე ღვიძავს რათა დარშანი მისცეს მომლოცველებს. იგი ძალიან ლამაზია და თავისი სილამაზით ყველას ხიბლავს. თვალებში შემოხედვა უყვარს რათა გაიგოს რას ფიქრობ. მთელი დიდება შრი ნიტიანანდა პრაბჰუს. მთელი დიდება შრი-შრი ნიტაი-გოდრუმ-ჩანდრას.
ბავშვობაში ნიტიანანდა პრაბჰუ კრიშნას ტრანსცენდენტალური გართობის მსგავსად გამუდმებით თამაშობდა სიყრმის მეგობრებთად ერთად. მსგავს გართობებში შრი ნიტიანანდამ თორმეტი წელი გაატარა , ამ დროს ის დადიოდა სხვადასხვა წმინდა ადგილების მოსანახულებლად, რათა ისინი იმ ცოდვებისაგან განეწმინდა, რომლებიც მათმა მომლოცველებმა დატოვეს.
ის სასწაულებს სჩადიოდა და ღვთიურ გართობებს აწყობდა და ართობდა სოფლის მაცხოვრებლებს, ყველა მშობელი თუ მაცხოვრებელი ბავშვს გაოცებული ეკითხებოდა: ”სად ისწავლე ეს ყველაფერი?” ნიტიანანდა კი სიცილით პასუხობდა: “ეს ყველაფერი ჩემი ღვთიური გართობაა.”