დღეს არის ვარაჰა-დვადაში, ტახის განსახიერების, ვარაჰადევას მოვლენის დღე. მისი გარეგნობის აღსანიშნავად მოვიყვანთ ერთ ლექსს შრიმად-ბჰაგავატამიდან, მეორე სიმღერის მეშვიდე თავი, “ინკარნაციები”.
უფალმა ბრაჰმამ თქვა: როდესაც უსასრულოდ ძლევამოსილმა უფალმა გასართობად ტახის სახე მიიღო, რათა ამოეყვანა გარბჰად წოდებულ სამყაროს დიდ ოკეანეში ჩაძირული პლანეტა დედამიწა, გამოჩნდა პირველი დემონი [ჰირანიჲაქშა] და უფალმა თავისი ეშვით განგმირა იგი.
შრილა პრაბჰუპადას კომენტარი:
შექმნის დასაწყისიდან არსებობენ ცოცხალი არსებების ორი კლასი: დემონები და ნახევარღმერთები ანუ ვაიშნავები, რომლებიც დომინირებენ სამყაროს პლანეტებზე. უფალი ბრაჰმა არის პირველი ნახევარღმერთი ანუ ვაიშნავი, ხოლო ჰირანიაკშა არის პირველი დემონი ამ სამყაროში. ასე რომ, ჰირანიაკშა აღწერილია, როგორც პირველი დემონი და იგი მოკლა უფლის ტახის განსხეულებამ შექმნის დასაწყისში.
შექმნის დღიდან სამყაროს პლანეტებს განაგებენ ორი სახის ცოცხალი არსებები – დემონები და ნახევარღმერთები, ანუ ვაიშნავები. უფალი ბრაჰმა ამ სამყაროში პირველი ნახევარღმერთია, ჰირანჲაქშა კი პირველი დემონი. პლანეტები ჰაერში მხოლოდ გარკვეულ პირობებში დაცურავენ უწონადი ბურთების მსგავსად და ამ პირობების დარღვევისთანავე ისინი შეიძლება ჩაცვივდნენ გარბჰოდაკა ოკეანეში, რომელსაც სამყაროს ნახევარი უკავია. მეორე ნახევარი სფერულ გუმბათს ჰგავს, რომელშიც ურიცხვი პლანეტარული სისტემაა განლაგებული. უწონადობაში პლანეტების მოძრაობა ამ ციურ სხეულთა შინაგან აგებულებაზეა დამოკიდებული და დღეისათვის დემონთა მიერ ნავთობის მოსაპოვებლად მიწის წიაღის ბურღვა შეიძლება დამღუპველად აისახოს დედამიწის უწონადობაზე. მსგავსი დარღვევა ერთხელ უკვე გამოიწვიეს დემონებმა, რომელთაც სათავეში ჰირანჲაქშა (ოქროს ციებ-ცხელების დიდი თაოსანი) ედგათ, რის გამოც დედამიწამ დაკარგა თავისი უწონადი მდგომარეობა და გარბჰოდაკა ოკეანეში ჩავარდა. ამიტომ უფალმა, რომელიც მთელი მატერიალური სამყაროს მასულდგმულებელია, მიიღო გიგანტური ტახის სახე, რომელმაც უშველებელი დინგით ამოიყვანა დედამიწა გარბჰოდაკას წყლიდან.
ასე რომ უფალმა ვარაჰადევამ გადაარჩინა დედამიწა უდიდეს საფრთხეს.