შრიპადა მადჰავაჩარია დაიბადა უდუპიში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ინდოეთის სამხრეთ კანარადას რაიონში , საჰიადრის დასავლეთით. ქალაქ უდუპში არის ადგილი , სახელად პაჯაკა-ქშეტრა , სადაც მადვაჩარია დაიბადა სივალი-ბრაჰმანების დინასტიაში , როგორც მადჰიაგე ბჰატას ვაჟი , 1040 წელს საკაბდაში (ახ. წ 1119).
ბავშვობაში მადვაჩარია ცნობილი იყო როგორც ვასუდევა მის შესახებ რამდენიმე საოცარი ამბავი არსებობს. ამბობენ , რომ ერთხელ , როცა მამამისს ბევრი დავალიანება დაუგროვდა , მადვაჩარიამ თამარინდის თესლები რეალურ მონეტებად აქცია , რომ გადაეხადა.
აჩიუტა პრექშასგან სანიასას მიღების შემდეგ მან მიიღო სახელი პურნაპრაჯნა ტირთჰა. მთელი ინდოეთის მოვლის შემდგომ , მან საბოლოოდ შეისწავლა წმინდა წერილები ვიდიასანკარასთან , სრნგერი-მატას ამაღლებულ წინამძღვართან.