Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბჰიშმაშტამი

February 5, 2025

ბჰიშმას ჭაბუკობის სახელი დევავრატა იყო , ის მთვარის დინასტიისა და განგადევის მეფის შანტანუს მერვე ვაჟია. ეს ბიჭი დიაუს , ერთ-ერთი აშთავასუსის , ადამიანური განსხეულებაა. შანტანუ , მამამისი , ასევე ერთ-ერთი მეფის მაჰაბჰიშეკას რეინკარნაციაა. ამის შესახებ ამბავი მაჰაბჰარატაშია მოცემული:

მეფე მაჰაბჰიშეკამ სიკვდილის შემდეგ მიაღწია ვიშნულოკას. ერთხელ სატიალოკაში ბრაჰმას მოსანახულებლად წავიდა. ამ დროს ბრაჰმას სამფლობელოში განგა დევიც იმყოფებოდა, მსგავს ღვთიურ ატმოსფეროში ნაზმა ნიავმა ქროლვა დაიწყო და განგადევის სამოსი ოდნავ შეარხია , სწორედ ამ დროს მაჰაბჰიშეკამ შეპარული მზერით შეხედა მას და მანაც , განგადევიმ ,  მზერით უპასუხა  ,  ეს ბრაჰმამ შენიშნა, ამიტომაც ორივე დაწყევლა და ადამიანად აქცია. განგადევი პატიებას სთხოვდა, ამიტომაც ბრაჰმამ წყევლა ახსნა და დალოცა, იმ პირობით რომ აშთავასუსი დედამიწაზე მის ვაჟად მოევლინებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა განგადევი სამოთხეში დაბრუნებას. განგადევიმ შვიდი შვილი შვა და შვიდივე მდინარე განგაში ჩააგდო, მაგრამ როდესაც მერვე შვილი დაბადა შანტანუმ უფლება არ მისცა იგივენარიად მოქცეოდა ახალშობილს , გაბრაზებული განგადევი ადგილსამყოფელი თავის ახალშობილთან ერთად დატოვა  მას დევავრატა დაარქვა  და ტყეში აღზარდა. ბერმა ვასიშტამ და განგადევიმ ბიჭს ცოდნა მისცეს. ოცდათორმეტი წლის შემდეგ მეფე იმავე ტყეში სანადიროდ წავიდა როდესაც სიმპათიური ჭაბუკი დაინახა , ის ბიჭით დაინტერესდა და როგორც კი სცადა მიახლოვებოდა ის გაქრა. მეფე განგადევას ემუდარებოდა რომ ბავშვი დაებრუნებინა , განგდევიმ ბიჭი დაუბრუნა და უმალვე გაქრა. მეფე კი თავის სასახლეში თავის ვაჟთან ერთად დაბრუნდა. (მაჰაბჰარატა , ადი პარვა , 95-100 თავი.) 

შეიტყვეთ მეტი ბჰიშმაშტამიზე.

Details