ყველა ვაიშნავს შორის, ვინც ნავადვიპაში ცხოვრობს, უპირველესია შრი ადვაიტა აჩარია. ვინც თავისი ყოფით მთელი სამყარო დალოცა. ის ყველაზე გამორჩეულია ყველა სფეროში , მათ შორის ცოდნის , განდეგილობისა და ერთგულების ჩათვლით.
შრი ადვაიტა დიდი მონდომებით, განუწყვეტლივ ეთაყვანება შრი კრიშნა შალაგრამა შილას, ტულასის მანჯარითა და განგის წყლის დახმარებით. შრი ადვაიტას სულიერი ძალა ისეთი დიადია მისი ხმამაღალი შეძახილები ჭრიან ამ სამყაროს საფარს და მთელ ვაიკუნთჰაში ჟღერენ და აღწევენ შრი კრიშნას ყურამდე.
მაგჰის თვის კაშკაშა ორკვირიანი შუალედის მეშვიდე დღეს, ექსტაზის ოკეანე ადიდდა და გამოჩნდა ადვაიტას მთვარე , რომელიც შრი ნაბადევას საშვილოსნოდან , როგორც მთვარე ჩნდება შემოდგომის ცაზე. მამამისი, შრი კუვერა, სიხარულის ოკეანეში დაცურავდა. ასეთი დიადია შრი ადვაიტა აჩარია!