კალია კრიშნადასა თაკურა იყო ნიტიანანდა პრაბჰუს ერთ-ერთი ერთგული. მას არაფერი აინტერესებდა შრი ნიტიანანდა პრაბჰუს ლოტოსის ტერფების თაყვანისცემის გარდა. იგი იყო სულიერ სამყაროში, ვრინდავანში 12 გოპადან ერთ-ერთი, ვრინდავანაში კრიშნას ლილებში ცნობილია როგორც ლაბჰანგა, კრიშნას ერთ-ერთი მწყემსი ბიჭი მეგობარი. აქ მას მოიხსენიებენ როგორც კალაჰ კრშნადასა.
ბნელი მთვარის მეთორმეტე დღეს, შრი კალია კრიშნადასა თაკურა წავიდა ამ სამყაროდან. ეს არ არის ის კალია კრიშნადასა, რომელიც ახლდა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სამხრეთ ინდოეთში. ამჟამად კალია კრიშნადასის შთამომავლები ბენგალის სხვადასხვა წმინდა ადგილებში ცხოვრობენ.
მისი დაბადების ადგილი არის დასავლეთ ბენგალის ბარდამანის (ბურდვანის) რაიონში, კატვას რკინიგზის სადგურიდან მცირე მანძილზე, სოფელ აკაი ჰატაში. ეს სოფელი მდებარეობს ძველი მეფის გზაზე ნაბადვიპასა და ქათვას შორის. აკაი ჰატა ძალიან პატარა სოფელია.