Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დიპავალი

November 1, 2024

ისტორია ასეთია:

მეფე დაშრათჰი განაგებდა მდიდარ და აყვავებულ ქალაქ აიოდჰიას. მას სამი ცოლი ჰყავდა. კაიკაი მისთვის გამორჩეული იყო. კაიკაიმ გადაარჩინა იგი ომში, გადამწყვეტ მომენტში. დაშრატმა მას ორი სურვილი უწყალობა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

დაშრათს ოთხი ვაჟი ჰყავდა. რამა, ყველაზე უფროსი, ყველასგან გამორჩეული გახლდათ. მან იქორწინა ლამაზ და ერთგულ ქალიშვილ სიტაზე. რამას კორონაციამდე კაიკაიმ შეახსენა დაშრატს თავის ორი სურვილი. მან მოითხოვა რამა ჯუნგლებში თოთხმეტი წლით გაეძევებინათ, ხოლო მისი ვაჟი მეფედ დაესვათ. მისი სურვილები შესრულდა.

მოხუცი მეფე დაშრათი მოგვიანებით გარდაიცვალა გატეხილი გულით. ტყეში რამდენიმე წლის შემდეგ, სიტა მოატყუა დემონების მეფემ რავანამ. რამამ მაიმუნის გენერლის, ჰანუმანის დახმარებით გადაარჩინა სიტა და დაამარცხა რავანა. თოთხმეტი წლის გადასახლების შემდეგ რამა და სიტა და დაბრუნდნენ აიოდიაში. იმ დღეს უმთვარო ღამე იყო და არაფერი ჩანდა.

სწორედ რამასა და სიტას დასახვედრად აანთეს უამრავი ჩირაღდანი, რათა მათ შესძლებოდათ თვალნათლივ ეხილათ ქალაქი. მათ პატივსაცემად აღინიშნება “დიპავალი”. “დივალი” ნიშნავს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე.

გაიგეთ მეტი “დიპავალის” შესახებ.

Details