Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა ვირაბჰადრას მოვლენის დღე

October 25, 2024

შრი ვირაკანდრა ან ვირაბჰადრა პრაბჰუ ამქვეყნად მოევლინა კარტიკის თვის ბნელი ორკვირიანი შუალედის მეცხრე დღეს. კრშნა დასა კავირაჯა გოსვამიმ იგი ასე აღწერა ჩვ.წ. 11-12 ს:

“ნიტიანანდა პრაბჰუს შემდეგ ყველაზე დიდი შტოა ვირაბჰადრა გოსამი, რომელსაც ასევე აქვს უთვალავი ტოტი და განშტოება. მათი აღწერა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვირაბჰადრა გოსამი ღმრთეების უზენაესი პიროვნება იყო, მან თავი დიდ ერთგულად წარმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ღმრთეება ტრანსცენდენტურია ყველა ვედური დანაწესის თანახმად, ის მკაცრად იცავდა ვედურ რიტუალებს.

შრი ვირაბჰადრა გოსამის წყალობაა, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებ აქვთ საშუალება იგალობონ ჩაიტანიას და ნიტიანანდას სახელები. მე ვირაბჰადრა გოსამის ლოტოსის ტერფებს ვეფარები, რათა მისი წყალობით შრი ჩაიტანია-ჩარიტამრიტა სათანადოდ იქნეს წარმოდგენილი“.

შრი ბირბჰადრა გოსვამი არის შრი ნიტიანანდა პრაბჰუს ვაჟი და შრი ჯაჰნავა მატას მოწაფე. მისი დედა არის შრიმატი ვასუდევა დევი. შრი ვირაკანდრა პრაბჰუ არის ქშიროდაკაშაი ვიშნუს განსხეულება. ამრიგად, ის არ განსხვავდება თვით უფალი ჩაიტანიასაგან.

გაიგეთ მეტი შრილა ვირაბჰადრა პრაბჰუს შესახებ.

Details