Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა ნაროტამა თაკურა დასას წასვლის დღე

October 21, 2024

დღეს შრილა ნაროტამა თაკურა დასას წასვლის დღეა, ამიტომ ძალიან წმინდა დღეა. შრილა ნაროტამა დასა თაკურა დაიბადა დასავლეთ ბენგალიაში, როგორც ძალიან დიდი მეფის შვილი და ის იყო მშვენიერი პრინცი. იგი მთელი ცხოვრება ბრაჰმაჩარად დარჩა, არასოდეს დაქორწინებულა. თექვსმეტი წლის ასაკში მან დატოვა სახლი და წავიდა ვრნდავანაში. მას სურდა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ხილვა, რომელიც იმ დროს ჯაგანათჰა პურიში იმყოფებოდა, მაგრამ როდესაც ის მიდიოდა პურისკენ, გაიგო, რომ მაჰაპრაბჰუ და მისი თანამგზავრები, ყველა წასულიყვნენ. ამან გული გაუტეხა.

მერე იგი, ხვდება შრილა ჯივა გოსვამის, რომელიც გახდება ნაროტამას შიქშა გურუ. რამდენიმე ხნის შემდეგ შრილა ჯივა გოსვამი მას აგზავნის შრილა სანატანა გოსვამისთან, რომელიც ვრინავანის ტყეებში ემსახურებოდა ღმრთეებას. ნაროტამა სთხოვს შრილა სანატანა გოსვამის, რომ მიიღოს თავის მოწაფედ და ინიციაცია მისცეს, თუმცა შრილა სანატანა გოსვამი უარყოფს ამას და დიდი თხოვნა წვალების შემდეგ შრილა ნაროტამა მოახერხებს რომ მისი მოწაფე გახდეს და ინიციაცია მიიღოს.

ამის შემდეგ, შრილა ნაროტამა თაკურა დასა იწყებს ცხოვრებას ვრინდავანში და უამრავ სიმღერას, ბჰაჯანს, ლექსს წერს. ვაიშნავებში იგი ყველაზე გამოჩენილი პოეტია. იგი ყველას მიმართ მოწყალე ხდება და ასწავლის ღმრთეების უზენაესი პიროვნების თაყვანისცემასა და მსახურებას. მთელი დიდება შრილა ნაროტამა თაკურა დასას.

გაიგე მეტი შრილა ნაროტამა თაკურა დასას შესახებ.

Details