შრი-მურარი გუპტა საჰა – პრემერა ბჰანდარა
პრაბჰურა ჰრიდაია დრავე შუნი’ დაინა იანრა
თარგმანი
შრი მურარი გუპტა, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს განუყოფელი თანამგზავნი გახლავთ. იგი ღმრთეების პიროვნების სიყვარულის წყაროა. მისმა უდიდესმა თავმდაბლობამ და მორჩილებამ უფალი ჩაიტანიას გული დაადნო.
განმარტება
შრი მურარი გუპტამ დაწერა წიგნი სახელწოდებით შრი ჩაიტანია-ჩარიტა. ის ექიმთა ოჯახიდან იყო. ის იყო შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს უხუცეს ერთგულთა შორის. უფალმა ჩაიტანიამ გამოავლინა თავისი ვარაჰას ფორმა მურარი გუპტას სახლში, როგორც ეს აღწერილია ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში, მადჰია-ლილაში, მესამე თავში. როდესაც შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ აჩვენა თავისი მაჰა-პრაკაშას ფორმა, ის მურარი გუპტას წინაშე წარსდგა, როგორც უფალი რამაჩანდრა.
შეიტყვეთ მეტი მურარი გუპტას შესახებ.