Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა პრაბჰუპადას ამერიკაში ჩასვლის დღე

September 24, 2024

შრილა პრაბჰუპადამ, ვისაც თითქმის არ ჰქონდა ფული, მოახერხა გამოექვეყნებინა შრიმად ბჰაგავატამის მესამე ტომი ინგლისურ ენაზე, ორ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ამ ტემპით, მეცნიერულ სამყაროში მისი პატივისცემის მატებასთან ერთად, ის შესაძლოა გამხდარიყო აღიარებული ფიგურა თანამემამულეებს შორის
მაგრამ მას არ იზიდავდა მატერიალური მიღწევები და თავისი ხედვა ჰქონდა.
სამოცდაცხრა წლის ასაკში, შრიმად ბჰაგავატამის მესამე ტომის დაბეჭდვის შემდეგ, მან იგრძნო, რომ საბოლოოდ მზად იყო ამერიკაში გამგზავრებისთვის, მას ხომ, კრიშნას წყალობით, სამი ტომი ხელთ ეპყრა.

ორმოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც შრილა ბჰაკტისიდჰანტა სარასვატიმ პირველად სთხოვა კალკუტაში ახალგაზრდა აბჰაი ჩარანს (შრილა პრაბჰუპადა), რომ ექადაგა დასავლეთში კრშნას ცნობიერება. თავიდან ეს შეუძლებელი ჩანდა აბჰაისთვის, რომელიც ასე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა.

შრილა პრაბჰუპადა იხსენებს: “მე დავგეგმე, რომ ამერიკაში უნდა წავსულიყავი. საერთოდ ლონდონში მიდიან ხოლმე, მაგრამ მე არ მინდოდა ლონდონში წასვლა. უბრალოდ ვფიქრობდი როგორ წავსულიყავი ნიუ-იორკში. ყოველთვის ნიუ-იორკზე ვიყავი გამიზნული. ხანდახან ვოცნებობდი, რომ ნიუ-იორკში ჩავედი.”

შემდეგ ბჰაკტივედანტა სვამი შეხვდა ბატონ აგარვალს, მათურას ბიზნესმენს, როდესაც მისტერ აგარვალმა მოხალისეობრივად გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ბჰაკტივედანტა სვამის, მან მოუწოდა მას ჩასულიყო ამერიკაში. შრილა პრაბჰუპადა: “მე სერიოზულად არაფერი მითქვამს ბატონი აგარვალისთვის, მაგრამ, შესაძლოა, მან ეს ძალიან სერიოზულად მიიღო. მე ვუთხარი მას რომ ამერიკაში ქადაგება მინდოდა.”

შეიტყვეთ მეტი შრილა პრაბჰუპადას ამერიკაში ჩასვლის შესახებ.

Details