შრილა პრაბჰუპადა (აბჰაი ჩარან დე) დაიბადა 1896 წლის 1 სექტემბერს კალკუტაში, ინდოეთში. მისი მამა იყო გოურ მოჰან დე, ტანსაცმლის ვაჭარი, დედა კი რაჯანი. მისმა მშობლებმა ბენგალური ტრადიციის თანახმად, ბავშვის ჰოროსკოპის გამოსათვლელად ასტროლოგი მოიწვიეს. ასტროლოგმა მათ სასიხარულო ამბავი ახარა.
წინასწარმეტყველება იყო ასეთი: როდესაც ეს ბავშვი სამოცდაათ წელს მიაღწევს, ის გადალახავს ოკეანეს, გახდება უფლის დიადი წარმომადგენელი და გახსნის 108 ტაძარს!