Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრი კრიშნა ჯანმაშტამი

August 26, 2024

უფალი კრიშნას დაბადების დროს მთელი ატმოსფერო სავსე იყო კეთილდღეობითა და სიხარულით. ხეები დახუნძლულები იყვნენ ხილითა და ყვავილებით. მდინარეები ადიდებულები იყვნენ, ტბები კი ლამაზად იყვნენ მორთულნი ლოტოსის ყვავილებით. ტყეში ჩიტებმა ტკბილი ხმით იწყეს სიმღერა, ფარშევანგებმა კი ცეკვა დაიწყეს. სიო ძალიან სასიამოვნოდ ატარებდა სხვადასხვა ყვავილების არომატს.

მთელი ხალხის გონება სიმშვიდითა და სიხარულით აივსო. ზეციური პლანეტების მკვიდრებმა დაიწყეს სიმღერა, ლოცვა და ცეკვა სასიხარულო დღესასწაულზე. ზეციური არსებები “ყვავილთა შხაპს” აფრქვევდნენ. ზღვის ნაპირზე რბილი ტალღების ხმა ისმოდა, ცაზე კი ღრუბლებმა მოიყარეს თავი და სასიამოვნო ჭექა-ქუხილი დაიწყეს.

ასეთი მშვენიერი ატმოსფეროს ფონზე, უფალი კრიშნა თავისი ერთგულების დასაცავად მოევლინა დევაკისა და ვასუდევას მერვე შვილად. ამით უსაზღვრო სიხარული მოუტანა ორივეს. ამ დღეს, როდესაც უფალი კრიშნა დაიბადა, ჯანმაშტამი ეწოდება. ეს დღე აგვისტოს ან სექტემბრის თვეს ემთხვევა. ჯანმაშტამის ფესტივალს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი აღნიშნავს მთელ მსოფლიოში. ამ დღეს ადამიანები დილით ადრე იბანენ და ახალ ტანსაცმელს იცვამენ. ტაძრებში კრიშნას ღვთაებებს ამშვენებს ლამაზი ტანსაცმელი, სამკაულები, გირლანდები და ყვავილები.

ამ დღეს მიღებულია მარხვა.

გაიგეთ მეტი ჯანმაშტამის შესახებ.

Details