შრი ვაკრეშვარ პანდიტი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუსთან ერთად იმყოფებოდა ნავადვიპაში და მას შემდეგ სანნიასა მიიღო, თან ახლდა მას ჯაგანათჰა პურიში. უფლის პურიში სტუმრობის დროს მან განაგრძო მასთან ერთად ცხოვრება. შრი ვაკეშვარ პანდიტი სოფელ გუპტიპარანეარ ტრივენში დაიბადა. ის იყო განსაკუთრებით გამოცდილი მოცეკვავე და კირტანის მომღერალი. მას შეეძლო განუწყვეტლივ ეცეკვა 72 საათის განმავლობაში.