- This event has passed.
შრი ადვაიტა აჩარიას მოვლინების დღე.
February 16, 2024

ყველა ვაიშნავს შორის,ვინც ნავადვიპში ცხოვრობს,უპირველესია შრი ადვაიტა აჩარია.
რომლის სათნო ყოფნამ მთელი სამყარო დალოცა. ის ყველაზე გამორჩეული წინამძღვარია ყველა სფეროში , მათ შორის ცოდნის , განდეგილობისა და ერთგულების ჩათვლით.
დიდი მონდომებით შრი ადვაიტა განუწყვეტლივ ეთაყვანება შრი კრიშნა შალაგრამას, ტულასის მანჯარითა და განგის წყლის მეშვეობით. შრი ადვაიტას სულიერი ძალით მისი ხმამაღალი შეძახილები ჭრიან ამ სამყაროს საფარებს მთელ ვაიკუნთჰაში
ჟღერენ და აღწევენ შრი კრიშნას ყურამდე.
მაგის თვის კაშკაშა ორკვირიანი შუალედის მეშვიდე დღეს,ექსტაზის ოკეანე ადიდდა და ძალით გამოჩნდა ადვაიტას მთვარე , რომელიც შრი ნაბადევას საშვილოსნოდან , როგორც მთვარე ჩნდება შემოდგომის ცაზე. მამამისი,შრი კუვერა, სიხარულის ოკეანეში დაცურავდა. ასეთი დიადია შრი ადვაიტა აჩარია!