შრი ჯაგადიშა პანდიტა დაიბადა გაიხატას რეგიონში,მამისი იყო კამალაქშა ბჰატა. შრი ჯაგადიშა პანდიტა სამყაროს მხსნელია,ის კრიშნას სიყვარულის ნექტარს ისე ანაწილებს,როგორც მუქი ღრუბლების მასა ანაწილებს წვიმას. მისი მშობლები კრიშნას ერთგულები იყვნენ. მას შემდეგ რაც დედ-მამა გარდაეცვალა შრი ჯაგადიშა ცოლთან,დუხინი-დევისთან, ერთად გადავიდა განგის ნაპირზე. მათ სახლი ჯაგანთჰა მისრას სახლთან ააშენეს, შრი გაურასუნდარამ ჯაგადაშის ჰარი წმინდა სახელების შესახებ ქადაგება დაავალა ნილაკალაში, ამრიგად მან უფალი ჯაგანათას ლოტუსის ტერფებთან შეაფარა თავი და მათთან ლოცულობდა, ის დაჯილდოვდა ლოტოსის თვალებიანი უფლის ღვთაებით, რომელიც მან მიიტანა იასორაში განგას ნაპირზე კაკდაჰასთან.