ამ დღეს, კრიშნას საერთაშორისო ცნობიერების დამაარსებელი აჩარია, შრილა ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა გაემგზავრა ამერიკისკენ, რათა ექადაგა კრიშნას წმინდა ერთგულის ცნობიერება.
როდესაც ღმრთეების უზენაესი პიროვნება, კრიშნა მატერიალურ სამყაროში ეშვება, მას თან ახლავს მისი თანამოაზრეები და თანამგზავრები. ხუთი ათასი წლის წინ, როდესაც კრიშნა მატერიალურ სამყაროში ჩამოვიდა, მას პირველი უძღოდა ბალარამა. მას შემდეგ რაც ბალარამამ წყალობა გასცა, კრიშნა ჩამოვიდა. ასეთი სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ კრიშნასა და ბალარამას.
ძლიერი შთამომავლობის მქონე უფალი ბალარამა არის თექვსმეტი წლის და სავსეა ახალგაზრდული ბრწყინვალებით. მას ბროლის ფერი აქვს. აცვია ლურჯი სამოსი და ტყის ყვავილების გირლანდა ჰკიდია. თავისი ლამაზი თმა ზედა კვანძით, მოხდენილად აქვს შეკრული. მის ყურებს ბრწყინვალე საყურეები, ხოლო კისერს სამკაულების სიმები და გირლანდები ამშვენებს. ძალიან ძლიერ მკლავებზე, მშვენიერი სამკლავურები და სამაჯურები ჰკიდია და ფეხები მორთულია ბრწყინვალე სამკაულებიანი ანკესებით. უფალი ბალარამას სილამაზეს საყურეები ამშვენებს, რომლებიც მის ლოყებს ეხება. მის სახეს მუშკისგან დამზადებული ტილაკა, ხოლო ფართო მკერდს გუნჯას გირლანდა ამშვენებს. ბალარამას ხმა მძიმეა, მისი ხელები ძალიან გრძელია და თეძოებს ეხება. უფალი ბალარამას ტრანსცენდენტული ფორმის ბრწყინვალება აბნელებს მილიონობით მბზინავ ამომავალ მთვარეს და მისი უსაზღვრო ძალის ოდნავი შეხებაც კი საკმარისია დემონების მრავალ ათასი არმიის გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ მან იცის თავისი უმცროსი ძმის, კრიშნას ზებუნებრივი ძალა, მაინც, მისდამი სიყვარულის გამო, ის არასოდეს ტოვებს კრიშნას მარტო ტყეში ერთი წუთითაც კი. ბალარამა არის შრი კრიშნას ყველაზე ძვირფასი მეგობარი და არის მრავალი სახის ტრანსცენდენტული გართობის ნექტარი და ტკბილეულის დიდი საცავი.