Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გაურა პურნიმა, უფალი ჩაიტანიას მოვლინების დღესასწაული

March 7, 2023

ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, თავად კრიშნაა, რომელიც ამ სამყაროს მოევლინა რათა გაევრცელებინა სანკირტანა მოძრაობა მთელს მსოფლიოში, დაცემული სულების გადასარჩენად (დღეს რეკომენდებულია მარხვა).

“ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ დაიბადა მაიაპურში, ქალაქ ნადიაში, მზის ჩასვლის შემდეგ, ქრისტიანული კალენდრით 1486 წლის 18 თებერვალს. მისი დაბადების დროს მთვარე დაბნელდა. ხალხი მაშინ, როგორც ჩვეულებრივ, ბანაობდა ბჰაგირათის მდინარეში ჰარიბოლის ხმამაღალი სიმღერით. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მამა, ჯაგანათჰა მისრა, ვედური ორდენის ღარიბი „ბრაჰმანი“ იყო, ხოლო დედამისი კი საჩი-დევი წესიერი და კარგი ქალბატონის მაგალითი გახლდათ. ორივე წარმოშობით “ბრაჰმანის” ოჯახიდან იყვნენ. მაჰაპრაბჰუ მშვენიერი ბავშვი იყო და ქალაქის ქალბატონები მის სანახავად მოდიოდნენ საჩუქრებით. დედის მხრიდან ბაბუამ იწინასწარმეტყველა, პანდიტა ნილამბარა კაკრავარტიმ, ცნობილმა ასტროლოგმა, რომ ბავშვი დროთა განმავლობაში დიდებული პიროვნება იქნებოდა და ამიტომ მას დაარქვეს სახელი ვისვამბჰარა. მეზობლის ქალბატონებმა მას გაურაჰარი შეარქვეს მისი ოქროსფერი კანის გამო, ხოლო დედამ მას ნიმაი უწოდა “ნიმბას” გამო (ხე, რომლის მახლობლად ის დაიბადა). ბიჭი ლამაზი იყო და ყველას გულით უყვარდა, მოდიოდნენ და სურდათ მისი ყოველდღე ნახვა. როცა იგი გაიზარდა, გახდა ცელქი და მხიარული ბიჭი.

შეიტყვეთ მეტი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მოვლინების შესახებ.

Details