გოვარდჰანა პუჯა, აღინიშნება კარტიკას თვეში (ოქტომბერი – ნოემბერი) უფალი შრი კრიშნას გართობის აღსანიშნავად.
როდესაც უზენაესმა უფალმა შრი კრიშნამ დაინახა, რომ ვრინდავანის მაცხოვრებლები ემზადებოდნენ ინდრას თაყვანსაცემად, მან შესთავაზა მათ უარი ეთქვათ ინდრას თაყვანისცემაზე და თაყვანი ეცათ გოვარდჰანას მთისთვის. ეს რომ ინდრამ გაიგო, გაბრაზდა და დამანგრეველი ნალექი გამოუშვა ვრინდავანისკენ. კრიშნამ ნეკა თითით აიღო გოვარდჰანას მთა და თავშესაფარი მისცა ვრინდავანის ყველა მცხოვრებს. ინდრა მიხვდა თავის შეურაცხყოფას და სთხოვა კრიშნას პატიება. ამგვარად, უზენაესმა უფალმა დაადასტურა, რომ ერთგული, რომელიც ემორჩილება უზენაეს უფალს და ეწევა ერთგულ მსახურებას, თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებისაგან და არ სჭირდება მატერიალური კეთილგანწყობის მიზნით რომელიმე ნახევარღმერთის თაყვანის ცემა. ეს გართობა, ცნობილია როგორც გოვარდჰანა ლილა და აღწერილია შრიმად ბჰაგავატმის მეათე სიმღერაში.