შრი ჰარიდას თაკური არის უფლის, მარადიულად
განთავისუფლებული, თანამოაზრე. ისევე როგორც გარუდა
გამოჩნდა ჩიტის სახით, ხოლო ჰანუმანი მაიმუნად,
ჰარიდას თაკური გამოჩნდა იავანების (მაჰმადიანთა)
ოჯახში. დაბადებიდან იგი ძალიან ღრმად იყო
ჩაფლული შრი კრშნას წმინდა სახელების გალობაში.
როდესაც მაჰმადიანთა ადმინისტრატორმა შეიტყო ჰარიდასა თაკურის ასეთი მიდრეკილება უფლის წმინდა სახელების მიმართ, მან იგი დაასმინა მეფესთან და სთხოვა დაესაჯათ ჰარიდასა თაკური მაჰმადიანობიდან გადახვევის გამო. მეფემ მას უთხრა რომ დაენებებინა თავი ჰარი ნამა გალობისათვის და დაინდობდა, თუარადა დასჯიდა. ჰარიდასა თაკური განმტკიცებული იყო თავის საქმიანობაში და უარყო მეფის შემოთავაზება და ბევრ ფიზიკურ სატანჯველს შეეჭიდა. საბოლოოდ ყველაფერს გაუძლო და მეფეც და სხვა დამსჯელებიც მიხვდნენ რომ იგი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და პატიება სთხოვეს მას. ასეთია უფლის წმინდა ერთგულის განწყობა და შემართება.